სალათი ”ვიტამინი”

by

ზაფხულის საუკეთესო საკვებად სწორედ ასეთი სალათები მიმაჩნია: მსუბუქი, გემრიელი და ვიტამინებით სავსე.  ამავდროულად, შესანიშნავად ანაყრებს ზედმეტი კალორიების გარეშე. თუ გადაწყვეტთ, რომ მოამზადოთ, მოიმარაგეთ: 2 ულუფისთვის 1 პატარა კონა სალათის ფურცლები, ნებისმიერი სახეობა, რომელიც… Read More

სალათი ქათმით და გრეიფრუტით

by

მარტივი სალათების სერიას ვაგრძელებთ გრეიფრუტი სალათში ძალიან პოპულარული და გემრიელია. ყველაზე ხშირად, , მას კრევეტებიან სალათებში ამატებენ. ამ ჯერად ქათმის ფილეთი მოვამზადე და პიკანტური გემისთვის ობიანი ყველი დავურთე. ყველაზე გავრცელებული ობიანი,იგივე ლურჯი ყველი,… Read More

ვარიაცები თემაზე : მარწყვისა და ლიმონის კრემის ნამცხვარი

by

რამდენიმე დღის წინ ლიმონის კრემიანი მარწყვის ნამცხვარი გავაკეთე (იხილეთ აქ) ჩემებს  ძალიან მოეწონათ და გამეორება გადავწყვიტე.  ზუსტად იგივეს გაკეთება მოსაწყენი იქნებოდა, ამიტომ ცვლილებები შევიტანე. სწორედ გუშინ თუ გუშინწინ, ამას რა მნიშვნელობა აქვს,  ჩვენი ბლოგის… Read More

ლიმონათი რეჰანით და მარწყვით

by

ჩემი ბოლოდროინდელი გატაცება უალკოჰოლო გამაგრილებელი კოქტეილები და ლიმონათებია. რადგან ჯერ სხვა ხილის დიდი არჩევანი არ გვაქვს,  მარწყვი იქცა ჩემი ექსპერიმენტების ობიექტად…   მარწყვის ლიმონათი პიტნითა და ლიმონით, რომლის შესახებაც ამ პოსტში ვწერდი, რამდენჯერმე… Read More

ხორცი ბურგუნდიულად Boeuf bourguignon

by

დღევანდელი პოსტი ფრანგული რეგიონული კულინარიის კლასიკას ეძღვნება.  Boeuf bourguignon ყველაზე ცნობილი კერძია ბურგონის (ბურგუნდიის) რეგიონიდან. ეს რეგიონი მესაქონლეობით და მეღვინეობითააა განთქმული საფრანგეთში. ამ კერძის რეცეპტიც იმდენი არსებობს, რამდენიც მზარეულია  თუმცა ორი მთავარი ინგრედიენტი –… Read More

Шуба, ანუ ქურქი უქაშაყოდ

by

Шуба საკმაოდ მსუბუქი და პოპულარული სალათია, თავისი სამარხვო და არასამარხვო (თევზიანი) ვერსიებით. თანაც ძალიან ლამაზი – სხვადასხვა ფერის ფენებით. სალათის ძირითადი ინგრედიენტები: ჭარხალი, სტაფილო, კარტოფილი – თითო ცალი (მოზრდილი ზომის) ბოლოკი – 1… Read More

მარწყვის ნამცხვარი ლიმონიანი კრემით

by

თავიდან სულ სხვა რამის გაკეთებას ვგეგმავდი. ნუშიან ფხვიერი ცომის ბისკვიტზე მარწყვის ჟელე და ლიმონის კრემი შიბუ (creme chiboust) უნდა ყოფილიყო. მერე, ცოტა არ იყოს დამეზარა ვიფიქრე რომ ეს ბევრ დროს წამართმევდა და რამე… Read More

Sushi სუში, სახლში მომზადებული

by

სუში იაპონური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძია და მსოფლიოში უამრავ ადამიანს უყვარს. მეც სწორედ მათ რიცხვში ვარ  დიდი ხანია, მინდოდა მე თვითონ , ჩემი ხელით მომემზადებინა, თუმცა რატომღაც ვყოყმანობდი. თურმე სულ ტყუილად! ძალიან… Read More

Spring rolls გაზაფხულის როლები (ხვეულები)

by

მოსკოვური მოგზაურობიდან რამდენიმე ისეთი ინგრედიენტი ჩამოვიტანე, რისი შოვნაც თბილისში ჭირს. მათ შორის, ბრინჯის ფურცლები – თხელი, ნახევრად გამჭვირვალე ფირფიტები დამზადებული ბრინჯის ფქვილით, მარილით და წყლით. ეს ფირფიტები გამოიყენება Spring roll-ის, ბოსტნეულის მსუბუქი რულეტების და… Read More

გომბეშოს საშიმი – ექსკლუზიური კერძი

by

ს ა შ ი მ ი იაპონური დელიკატესია და ტრადიციულად თხლად დაჭრილი, უმი თევზით მზადდება. მიირთმევენ ტრადიციული იაპონური ჩვეულებისამებრ, ლამაზად გაფორმებულს, ვასაბის, ჯანჯაფილის, სოიოს ან სხვა სოუსთან ერთად. საშიმი თურმე ხანდახან ქათმისა და ცხენის… Read More

Fondant au chocolat ანუ შოკოლადის ნამცხვარი მდნარი გულით

by

ფრანგულად fondant მდნარს ნიშნავს. ამ სიტყვით აღნიშნავენ ასევე შაქრიან მასას, რითაც ტორტები იფარება. ხშირად მარციპანშიც ერევათ ხოლმე  ამ ნამცხვრის უამრავი რეცეპტი არსებობს, თუმცა ყველა მათგანს საერთო აქვს კარაქისა და შოკოლადის დიდი რაოდენობა, რაც… Read More

გრანოლა – მარტივი, გემრიელი, სასარგებლო

by

გრანოლა სახლში, საკუთარი ხელით მომზადებული გემრიელი, ხრამუნა შვრიის ფანტელებია. უგემრიელესია ცივ მაწონში ან იოგურტში, ასევე ხაჭოსა და არაჟნის კომბინაძიასთან. ამბობენ, რომ რძეშიც, მაგრამ მე რძე არ მიყვარს და ამიტომ არ გამისინჯავს. აუცილებლად გამოგადგებათ, თუ… Read More

ფიდელ კასტროს საყვარელი ბლინები

by

სწორედ ასე გაგვაცნო ეს რეცეპტი  რომელიღაც კულინარიულ გადაცემაში ავტორმა.  მაშინვე დავინტერესდი, მაინც რა იყო ამისთანა, თვით ფიდელ კასტრო რომ აღიარებს საყვარელ დესერტად : D გეტყვით, რომ ძალიან ადვილი მოსამზადებელია. ანანასს თუ არ ჩავთვლით,… Read More

მარტივი და სწრაფი ცომი ღვეზელებისთვის

by

ამ რეცეპტმა ჩემს მიერ არჩეული  მსუბუქი კვების გზიდან გადამახვევინა და გეგმები ამირია  მაშინვე მომინდა მეც მეცადა და გამეკეთებინა.  ორიოდე დღის წინ დრო გამოვნახე და საქმეს შევუდექი. ძალიან საინტერესო რეცეპტია, მზადდება 2  სახის ცომი,… Read More

მარტივი საუზმე

by

დღევანდელი ჩემი რეცეპტი განსაკუთრებით მათ დააინტერესებს, ვისაც სამზარეულოში დიდხანს ყოფნა არ უყვარს   უადვილესია, გემრიელიც, ერთი ეგაა, ცოტა უხერხული საჭმელია.  თუმცა ოჯახურ წრეში რა უჭირს? ) რეცეპტისთვის სახელის დარქმევა გამიჭირდა, რამდენიმე საინტერესო იდეა… Read More

ქართული სახელდახელო: შანთრაქი

by

კვერცხის შეწვა უმარტივესია, თუმცა არსებობენ ადამიანები რომლებსაც ეს არასოდეს გაუკეთებიათ. ყველამ იცით ე.წ. “გლაზუნიები” (Глазунья), მაგრამ იცით როგორ არის ქართულად? ან სიტყვის ქართულ წარმოშობაზე თავს ვერ დავდებ, თუმცა ასე უწოდებდნენ ძველად ამ კერძს.… Read More

მწვანილის სოუსი სპაგეტისთვის

by

ყველაზე მარტივი სოუსი, რაც კი შეიძლება სპაგეტის მოუმზადოთ, ჩემი აზრით, არის პესტო.  ესაა ცნობილი იტალიური სოუსი, რომლის საბაზო ინგრედიენტებია ზეითუნის ზეთი, რა თქმა უნდა ბაზილიკი, ყველი პარმეზანი, კედარის კაკალი.  მე მხოლოდ საქართველოში ნაყიდი… Read More

მარწყვის არომატული სასმელი

by

  როგორც ჩვენი ბლოგის ფეისბუქის გვერდზე გითხარით, ამ სასმელის გაკეთების იდეა  გადაცემა “შუა დღის”  კულინარიული ფოტოების თვალიერებისას  გამიჩნდა. იქ რამდენიმე რეცეპტი დევს, ცოცხალი ხილით და სხვა არომატული მცენარეების გამოყენებით. რადგან ახლა მარწყვის სეზონია… Read More

მარტივი სალათი ბეკონით

by

დღეს Larousse-ის  Cuisine facile-ს ვფურცლავდი. აქ უამრავი მარტივი და გემრიელი რეცეპტია თავმოყრილი. ეს სალათიც სწორედ ამ წიგნიდან ამოვარჩიე დღევანდელი მენიუსთვის. წიგნის მიხედვით სალათი ფრისე იყო საჭირო, მაგრამ ხომ იცით, თბილისში, სამწუხაროდ განებივრებული არ… Read More

ტირამისუს იმიტაცია

by

ხომ არის მომენტები, როცა რამე გემრიელი გინდა, მაგრამ ცხობის არც დრო გაქვს და არც სურვილი…   ერთ ასეთ საღამოს  გადავწყვიტე ამ  ”ტირამისუს” გაკეთება.  უფრო სწორად, მაღაზიაში სავოიარდის ორცხობილების დანახვამ მომანდომა ტირამისუ და რადგან… Read More

სოკოს ბუდეები

by

ეს კერძი ისეთი ადვილია, ალბათ კულინარიაში ყველაზე გამოუცდელ ადამიანსაც კი გამოუვა.  ცოტა ინგრედიენტებიც სჭირდება და სწრაფადაც მზადდება.  შეგიძლიათ ყველაფერი წინასწარ მოამზადოთ (კვერცხის ჩასხმის გარდა) და სადილამდე რამდენიმე წუთით ადრე შედგათ ღუმელში. მე გამოვიყენე:… Read More

ცოტა რამ მარწყვზე

by

მარწყვი ვარდისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. სინამდვილეში, ამ მცენარის ნაყოფი მარწყვი კი არა, მასზე განლაგებული წვრილი მოყავისფრო მარცვლებია. გემრიელი წითელი რბილობი კი მხოლოდ და მხოლოდ გაფართოებულ ყვავილსაჯდომს წარმოადგენს. მარწყვს უძველესი ხანიდან აფასებდნენ, თუმცა საკვებად მხოლოდ… Read More

პასტა ბოსტნეულით და არაჟნით

by

ერთხელ იტალიურ სამზარეულოზე გადაცემას ვუყურებდი, სადაც თქვეს, რომ მაკარონის ნაწარმი სასურველია ბოსტნეულთან ერთად მივირთვათ. ეს ხელს უწყობს მის უფრო ადვილად გადამუშავება-შეთვისებას ორგანიზმის მიერ. ამიტომ თუ ისეთი რეცეპტია, რომელშიც ბოსტნეული არ გამოიყენება, მარტივ სალათს… Read More

კიტრის სალათი პიტნით

by

დღეს ერთ კულინარიულ ბლოგს ვათვალიერებდი და თვალში მომხვდა ამ სალათის რეცეპტი. მისმა სიმარტივემ მომხიბლა, ამასთან  ჩემს ბოლოდროინდელ მსუბუქი მენიუს პირობებს მშვენივრად პასუხობდა. ავტორი გენიალურსაც კი უწოდებდა  აღწერისას და წერდა რომ მისი ფავორიტი სალათების… Read More

  • კატეგორიები

  • Top.Ge რეიტინგი

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 34 other followers