ბარდის სუპი პიტნით

რამდენი ხანია რაიმე გემრიელი წვნიანის რეცეპტი აღარ დამიდია აქ :)  ეს რეცეპტი ერთი კულინარიული წიგნის მიხედვით მოვამზადე, რომელიც მცირე რაოდენობის ინგრედიენტებისგან მარტივი კერძების მომზადებას ეძღვნება. მოკლედ, მათთვისაა, ვისაც ქურასთან დიდხანს დგომა და ბევრი ბოსტნეულის ჭრა არ ხიბლავს :)

აქვე დავამატებ, რომ ბავშვებიც სიამოვნებით მიირთმევენ, ყოველ შემთხვევაში, ჩემმა წუნიამ დამატებაც კი მოითხოვა ;) რა თქმა უნდა, ბავშვების ულუფაში წიწაკას ან შეამცირებთ, ან ამოიღებთ საერთოდ.

2 საშუალო კარტოფილი

3 ჭ წყალი ან ქათმის ბულიონი

1 ჭ ბარდა

4-5 ღერი პიტნა

კამა

წიტელი წიწაკა

1 ხახვი

1 კბ ნიორი

მარილი

ზეითუნის ზეთი

ბარდა წინასწარ დავალბოთ ცივ წყალში, შემდეგ კი  3 ჭიქა ახალი წყალი დავასხათ და მოვხარშოთ. რომ დარბილდება, დაჭრილი კარტოფილი დავამატოთ. როცა კარტოფილიც მოიხარშება, ჩავამატოთ პიტნის ფოთლები, ხახვი, ნიორი, კამა წიწაკა და დავაბლენდეროთ. ბოლოს ვამატებთ მარილს და ზეითუნის ზეთს.

გემრიელად მიირთვით.

პ.ს. თუ სუპი მოგრჩათ და გაცივების შემდეგ ჩასქელდა, შეგიძლიათ ცოტა წყალი დაამატოთ და ისე გაათბოთ.

Use Facebook to Comment on this Post

Tags: , , ,

No comments yet.

Leave a Reply

Follow

Get every new post on this blog delivered to your Inbox.

Join other followers: