Archive | სუპები/წვნიანები RSS feed for this section

წვნიანი მიდიებით

დღეს ისე გრილა, ცხელი და ცხარე წვნიანის ჭამა სასიამოვნოც კია :)  ეს მიდიების არომატული სუპია, ღვინით და ოსპით.  თუ სახლში ყველა ინგრედიენტი გაქვთ, სცადეთ, გემრიელი, სასარგებლო და სურნელოვანია :)   250-300 გ გარჩეული მიდიები 1 სტაფილო ½ ჭ წითელი ოსპი 1 ხახვი 1 კბილი ნიორი 600 მლ წყალი ½ ჭ წითელი ღვინო (თეთრიც შეიძლება) ½ […]

Continue Reading

ქათმის ნიგვზიანი ხარჩო

ეს კერძი ალბათ ყველა ოჯახში მზადდება. ყველას თავისი საყვარელი რეცეპტიც ექნება, მაგრამ მაინც გადავწყვიტე დამეწერა ჩემებურიც. ასეთი ხარჩო ძალიან მიყვარს,თუმცა ვაღიარებ, ხშირად არ ვამზადებ. ბრინჯს არ ვამატებ, არ მომწონს. 1.5 კგ ქათამი 120 გ ნიგოზი 1 დიდი ხახვი 2-3 კბ. ნიორი 1 ჩ.კ. წიწაკა (ან გემოვნებით) 1 ჩ.კ უცხო სუნელი ½ ჩ.კ ყვითელი ყვავილი 1 […]

Continue Reading

ტომატის სუპი

ზაფხულის ნეტარ ხვატს ერთი გემრიელი ცხელი სუპი თუ არ შევაშველეთ, რაა მამული?!  :) ცხელი, ქაფქაფა სუპისთვის დაგჭირდებათ: სტაფილო – 2 ცალი ნიახური – 2/3 ღერი ხახვი – 2 საშუალო ზომის თავი ნიორი – 2 კბილი ზეთისხილის ზეთი – 3 სუფრის კოვზი ქათმის ან ბოსტნეულის მშრალი ბულიონი – 2 კუბიკი ტომატის პიურე –  200 გრამი პომიდორი […]

Continue Reading

თეთრი კრემ-სუპი ოხრახუშის პესტოთი

მე ეს კრემ-სუპი ძალიან მიყვარს. ჯერ ერთი, ძალიან მარტივია, თან გემრიელი. თევზთან ერთად განსაკუთრებით, თუმცა მის გარეშეც შეიძლება. უფრო ხშირად ცივ დღეებში ვამზადებ, თუმცა მსუბუქია და ნებისმიერ დროს შეიძლება მირთმევა. იმედი მაქვს მოგეწონებათ და თქვენს მენიუშიც შეიტანთ :)   400 გ ყვავილოვანი კომბოსტო 400 გ კარტოფილი 1 ხახვი 1-2 კბილი ნიორი 4 ს.კ ოხრახუშის პესტო […]

Continue Reading

ბარდის სუპი კრევეტებით

ეს მსუბუქი და ხასხასა კრემ-სუპი ძალიან სწრაფად მზადდება გაყინული ბარდით. შეგიძლიათ კრევეტების გარეშეც სცადოთ, ორივენაირად გემრიელია. 250 გ გაყინული მწვანე ბარდა 12 ცალი კრევეტი, უმი 2 საშუალო კარტოფილი ნედლი პიტნის რამდენიმე ფოთოლი 100 მლ ნაღები, 10-20% 1 ხახვი 2 ნივრის კბილი   გავარჩიოთ კრევეტები, დავუტოვოთ მხოლოდ კუდი. ჯამში მოვათავსოთ 1 კბილი დაჭრილი  ნიორი, 1 ს.კ […]

Continue Reading

გოგრის არომატული კრემ-სუპი

გოგრის სუპის იმ რეცეპტებიდან რაც მე მომიმზადებია ან გამისინჯავს, ეს ვარიანტი ყველაზე მეტად მომწონს.  განსაკუთრებით უხდება არომატული კრუტონები, რომელსაც ხშირად ვამზადებ წვნიანებთან მისაყოლებლად. თუ დაინტერესდებით, რეცეპტისთვის ამ ბმულზე დააწკაპუნეთ. გაფცქვნილი, გარჩეული გოგრა – 850-900 გ კარტოფილი -1 ცალი, მოზრდილი ხახვი – 1 დიდი თავი ნიორი-2 კბილი ბეკონი – 3-4  ფირფიტა გოგრის თესლები – 1 მუჭა წითელი წიწაკა […]

Continue Reading

ქათმის წვნიანი ქოქოსის რძით, ტაილანდური ნოტებით

ვწერ, მაგრამ არც კი ვიცი,შეძლებთ თუ არა ამ კერძის მომზადებას საქართველოში.  მეც პირველად მოვამზადე, აქამდე არასდროს გამესინჯა ეს სუპი და ძალიან მაინტერესებდა. იმდენი ”უცნაური” და ჩვენთვის უცხო ინგრედიენტი შედიოდა, ყველას ვერც ვიშოვიდი და ამიტომ აღარც ვეძებე.  საერთოდ არც მომაფიქრდებოდა ამ სუპის მომზადება, რომ არა ნათია მინაშვილის მიერ ჩამოტანილი ლიმონის ბალახი ანუ ლემონგრასი.  ქოქოსის რძე კი […]

Continue Reading

. კიტრისა და მაწვნის ცივი სუპი

  ცივი წვნიანები ზაფხულში სასურველიცაა და პოპულარულიც. მით უფრო თუ დიდ ძალისხმევას და კულინარიულ ოსტატობას არ მოითხოვს :)  ამასთან დაბალკალორიულიცაა. თუ აკროშკა გიყვართ, მაშინ ეს სუპიც მოგეწონებათ. 4  საშუალო ზომის კიტრი 750 გ მაწონი 2ს.კ  დაჭრილი კამა 2ს.კ დაჭრილი პიტნა მარილი, პილპილი კიტრი გაჭერით შუაზე და კოვზის დახმარებით თესლები ამოაცალეთ. მოათავსეთ ბლენდერში და მაწონთან ერთად […]

Continue Reading

ბარდის სუპი პიტნით

რამდენი ხანია რაიმე გემრიელი წვნიანის რეცეპტი აღარ დამიდია აქ :)  ეს რეცეპტი ერთი კულინარიული წიგნის მიხედვით მოვამზადე, რომელიც მცირე რაოდენობის ინგრედიენტებისგან მარტივი კერძების მომზადებას ეძღვნება. მოკლედ, მათთვისაა, ვისაც ქურასთან დიდხანს დგომა და ბევრი ბოსტნეულის ჭრა არ ხიბლავს :) აქვე დავამატებ, რომ ბავშვებიც სიამოვნებით მიირთმევენ, ყოველ შემთხვევაში, ჩემმა წუნიამ დამატებაც კი მოითხოვა ;) რა თქმა უნდა, […]

Continue Reading

ცივი საზაფხულო სუპი – Cold Soup for Summer

ეს სუპი მარტივი, სწრაფი, გემრიელი და მსუბუქი საზაფხულო კერძების კატეგორიიდანაა. არც ბევრი ინგრედიენტები დაგჭირდებათ და არც დიდი ძალისხმევა. დაგჭირდებათ: კარტოფილი – 3 დიდი ან 4 საშუალო პომიდორი – 4 ც კიტრი – 4 ც წითელი პაპრიკა (ბულგარული წიწაკა) – 2 ც მწვანილი (ქინძი, მწვანე ხახვი, ოხრახუში) მარილი, ხმელი წითელი წიწაკა, წყალი ბლენდერი პირველ რიგში კარტოფილი […]

Continue Reading

ხორცი ბურგუნდიულად Boeuf bourguignon

დღევანდელი პოსტი ფრანგული რეგიონული კულინარიის კლასიკას ეძღვნება.  Boeuf bourguignon ყველაზე ცნობილი კერძია ბურგონის (ბურგუნდიის) რეგიონიდან. ეს რეგიონი მესაქონლეობით და მეღვინეობითააა განთქმული საფრანგეთში. ამ კერძის რეცეპტიც იმდენი არსებობს, რამდენიც მზარეულია :D  თუმცა ორი მთავარი ინგრედიენტი – ღვინო და საქონლის ხორცი უცვლელია ყველგან. ბურგუნდიული წითელი ღვინო თუ არ გაქვთ, გული ნუ დაგწყდებათ! ყველა რეცეპტი და მათ შორის ესეც, […]

Continue Reading

ისპანახის წვნიანი

ისპანახი ძალიან სასარგებლოა და მისგან უამრავი გემრიელი კერძის მომზადება შეიძლება. ამჯერად წვნიანი მოვამზადე: ადვილია, გემრიელია და ოჯახის ყველა წევრს შეუძლია მიირთვას. ჩემს პატარას ძალიან მოეწონა და თავისი წილიდან არაფერი დაუტოვებია;) 500 გ ქორფა ისპანახი 300 გ (დაახლოებით 3 საშუალო ზომის) კარტოფილი 1 თავი ხახვი 1-2 კბილი ნიორი 800 მლ წყალი ან ბულიონი 150 მლ ნაღები […]

Continue Reading

Á la მჭადი

დიდი ხანია ამ პოსტის დაწერა მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებდი, პრინციპში მას შემდეგ, რაც შევიძინე ახალი კულინარიული ჟურნალი  “გემრიელი” . თუმცა, ისეთი ფურშეტი არ გამოვიდა, როგორიც ჟურნალის ყდიდან შემომციცინებდა, პირველ რიგში კი იმის გამო რომ შესაბამისი ზომის ფორმები ვერ ვიშოვე და ამ პაწაწინა მაფინის ფორმებით  “ვითამაშე”. თავისუფალი დრო მქონდა, თორემ ისე ამას არ ვცდიდი, მითუმეტეს არ გირჩევთ […]

Continue Reading

Hofbräu München – Tbilisi

სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც “კარის ლუდი” – ბავარიელი ჰერცოგების ლუდსახარში, რომელსაც საფუძველი 1589 წელს, ჰერცოგმა ვილჰელმ V ჩაუყარა მიუნხენში. დღესდღეობით ეს გახლავთ, საკმაოდ დიდი ლუდსახარში კომპანია სახელად “Hofbräu München” და ბევრ ქვეყანაში შეიძლება შეგხვდეთ ბარ–რესტორანი, 1879 წლიდან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნით “HB”. ლუდსახარში “ჰოფბროი მიუნხენი” ოთხი სახეობის გერმანულ ლუდს აწარმოებს: –        უძველესი სახეობა Hofbräu DUNKEL  (მიუნხენური შავი […]

Continue Reading

ჩიხირთმა

რა ჯობია ნაბახუსევს, ჩიხირთმა თუ ხაში? :) ალბათ გააჩნია ხასიათს და გააჩნია ბახუსის სიმძლავრეს. არჩევანი ჩიხირთმაზე შევაჩერეთ და გთავაზობთ მამაჩემის რეცეპტს: პირველ რიგში მოვხარშოთ ქათამი ან ინდაური (სასურველია სოფლის), ხარშვის დროს პერიოდულად მოქაფეთ, ასევე სურვილისამებრ, თუ კი ნაკლებად ცხიმიანი გნებავთ, პირველი ანადუღარი წყალი გამოუცვალეთ. მოხარშული ქათამი (ინდაური) ლანგარზე გადმოიღეთ და უმალ მოაყარეთ მარილი, რომ გაგრილდება […]

Continue Reading

მაწვნის შეჭამანდი

პირველ რიგში ხახვი წვრილად დაჭერით და კარაქთან ერთად მოდაღეთ საშუალო ზომის ქვაბში, ოდნავ შეოქროსფერებამდე. შემდეგ აიღეთ წვრილბადიანი საწური და ქვაბში ნელ–ნელა მაწონი ჩაწურეთ, ასე მაწვნის დაკოლტვას აცდებით და ერთგვაროვან მასას მიიღებთ. დაბალ ცეცხლზე ურიეთ, ოდნავ წამოდუღების შემდეგ დაამატეთ მითითებული რაოდენობის წყალი და კვლავ ურიეთ პერიოდულად, სანამ არ ადუღდება. ადუღების შემდეგ ქვანში ჩაუმატეთ ბრინჯი და ნელ […]

Continue Reading

მჟაუნას წვნიანი

მოვიდა გაზაფხული და მოვიდა მჟაუნას წვნიანის დრო. რა არის მჟაუნა? მჟაუნა არის გაზაფხული, სიმწვანე, სიქორფე, სიტურფე და დიდი გასტრონომიული სიამოვნება! :D თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ წვნიანის მომზადება, არამედ ნაირნაირ სალათებშიც გამოყენება, შესანიშნავი შუშხუნა არომატი თავისებურ პიკანტურობას შესძენს თქვენს მიერ მომზადებულ კერძებს. მჟაუნა მჟაუნას წვნიანის მომზადება ძალიან მარტივია. პირველ რიგში კარაქში და ზეთისხილის ზეთში მოვშუშოთ წვრილად […]

Continue Reading

სტაფილოს და ბროკოლის სუპი

ეს სუპი იმ ინგრედიენტებით შეგიძლიათ გააკეთოთ, რაც სახლში მოგეპოვებათ. თუმცა ბროკოლი, მე პირადად, არც ისე ხშირად მაქვს ხოლმე მაცივარში. ამჯერადაც, სპეციალურად სუპისთვის ვიყიდე, თუმცა, სანამ ბროკოლის სუპის ტრადიციულ რეცეპტს ჩავუჯდებოდი და ინგრედიენტებით შევავსებდი, მაცივარი გამოვაღე და რაც ხელში მომხვდა, გამოვალაგე: > ბროკოლი – 1 ცალი, საშუალო ზომის> სტაფილო – 4 ცალი, დიდი> ბარდა, მოხარშული – […]

Continue Reading

ისპანახის წვნიანი

“აუჰ, რა კარგი იყო და რა ცოტა” – გულდაწყვეტით აღმოგვხდა მე და ჩემს მეგობარს, პირველად ამ წვნიანის დაგემოვნების შემდეგ . . . გულში ჩამრჩა . . . როგორც იქნა მორიგ მთარგმნელობით ეპოპეას მოვრჩი და დარდად გამოყოლილი ისპანახის წვნიანის გაკეთება გადავწყვიტე. ერთ–ორ ადგილასაც შევირბინე იქნებ ისპანახი ვიყიდო, არ ჰქონდათ. გამახსენდა ქავთარაძეზე ჩემთვის ახალი, მაგრამ უკვე ძველი […]

Continue Reading

გოგრის წვნიანი

გოგრაზე მახსენდება სამი რამ: ცარიელი თავი ბრჭყვიალა ეტლი შაქარწაყრილი მოხარშული ნაჭრები ამჯერად სამივე დავივიწყოთ თუ თქვენც ეს გაგახსენდათ და გოგრის უგემრიელესი წვნიანი მოვამზადოთ. ამისთვის დაგჭირდებათ ერთი საშუალო ზომის გოგრა, რომელსაც უმოწყალოდ დაჭრით პატარა ნაჭრებად და ვხარშავთ, მერე რა რომ ამით, 12 საათის შემდეგ კარგი ტუსოვკის შანსს ხელიდან გავუშვებთ. ასევე წინასწარ ვხარშავთ ქათმის ფილეს ან ქათმის […]

Continue Reading

ქათმის კრემ-სუპი ბოსტნეულით და პიტნით

სუპისთვის დაგვჭირდება:✔ 1 ქათმის ფილე ✔ 150-200 გრ სოკო ✔ 2 კარტოფილი ✔ 1 სტაფილო ✔ 1 მოზრდილი პამიდორი ✔ 1 ხახვი ✔ 600-750 მლ ბულიონი ან წყალი ✔ 3-4 პიტნის ტოტი ✔ ოხრახუშის რამდენიმე ღერი ✔ 100 გრ მდნარი ყველი (ან არაჟანი) ✔ პაპრიკა, შავი პილპილი, მარილი, დაფნის ფოთოლი ქათმის ფილე და სოკო მოშუშეთ ხახვთან ერთად. დაამატეთ წვრილად დაჭრილი კარტოფილი და სტაფილო და ბულიონი, წამოდუღებიდან დაახლოებით 20 […]

Continue Reading

ბარდა-ბროკოლის სუპი

ამ სუპის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:✔ 400-500გ ზღვის კოქტეილი ✔ 400 გ ბროკოლი ✔ 1 დიდი კარტოფილი ✔ 100-150 გ ბარდა დაკონსერვებული (ცოცხალიც შეიძლება, რა თქმა უნდა) ✔ 1 ხახვი ✔ 100 მლ ნაღები დაბალ %-იანი ✔ მარილი, პილპილი, 1 კონა ოხრახუში და რამდენიმე მწვანე ხახვი ✔ 750 მლ წყალი გაყინული ზღვის პროდუქტი გაალღვეთ და ზედმეტი წყლისგან […]

Continue Reading

აკროშკა

აკროშკა რუსული ცივი სუპია, შედგება წვრილად დაჭრილი ბოსტნეულისა და კეფირიანი ან არაჟნიანი სითხისგან. ტრადიციული აკროშკის ძირითადი ინგრედიენტად ბურახი ითვლება, თუმცა, დღეს მას ამზადებენ კეფირით, არაჟნით, ნატურალური იოგურტით და ლუდითაც კი. მისი მომზადების უამრავი ვარიანტი არსებობს, მეტ-ნაკლები სხვაობებით. მეც შემოგთავაზებთ ჩემს ვარიანტს, სადაც ძირითადი ინგრედიენტები (კარტოფილი, კვერცხი, კიტრი) შენარჩუნებულია. ✔ 200 გრ არაჟანი/მაწონი ან მათი ნარევი ✔ 600-700 […]

Continue Reading

სუპი კრევეტით და სიმინდით

ეს არის უმარტივესი, მაგრამ ამავდროულად ძალიან გემრიელი სუპი კრევეტებით, რომელსაც სიამოვნებით ვაკეთებ, როცა კრევეტებს “ჩავიგდებ” ხელში. მოგეხსენებათ საქართველოში ეს ცოტა ძვირი და იშვიათი სიამოვნებაა. რეცეპტი ერთ ფრანგულ ბლოგზე ვნახე და მცირე ცვლილება შევიტანე, ქართული რეალობისთვის რომ მომერგო: მასალა: 500 გ კარტოფილი 300 გ ნედლი ან გაყინული სიმინდი (შეგიძლიათ კონსერვირებულით ჩაანაცვლოთ) 2-3 ნაჭერი ბეკონი 400-500 გ […]

Continue Reading

ჩინური ცხარე-მჟავე სუპი

ინგრედიენტები: 2 ცალი ძროხის ხორცის ბულიონის კუბიკი 1ს/კ სოიოს სოუსი 1 ს/კ მჭადის ფქვილი 2 ჩ/კ ძმარი 1 ჩ/კ შაქარი 1 ლიმონი 2 კვერცხის ცილა 1 კიტრი შავი პილპილი ჩინური (შავი) სოკო (მარინირებული) მომზადების წესი: 1 სუფრის კოვზ მჭადის ფქვილს დავასხათ 3 ს/კ წყალი და 1 ს/კ სოიოს სოუსი, ავურიოთ და ჩავასხათ ბულიონის კუბიკისგან მომზადებულ […]

Continue Reading

ეზოგელინის სუპი Ezogelin çorbası

გემრიელი, არომატული თურქული სუპი ეზოგელინი ძალიან მარტივად მზადდება. საინტერესოა მასთან დაკავშირებული ლეგენდაც: გოგონა, სახელად ეზო, ანატოლიაში ცხოვრობდა. მშობლებმა, მისი თანხმობის გარეშე, გაათხოვეს ერთ ახალგაზრდა კაცზე, რომელსაც სხვა ქალი უყვარდა. უსიყვარულო ქორწინებიდან ერთ წელში გოგონა სახლში დაბრუნდა, მაგრამ მალე ისევ გაათხოვეს სირიაში. მუდამ სევდიანმა ეზომ გააკეთა ეს სუპი დედისა და სამშობლოს მოსაგონრად და მას პატარძალ (რძალ) […]

Continue Reading

ბოსტნეულის სუპი ყველით და ქათმის ხორცით

ძალიან გემრიელი და ვიტამინებით სავსე სუპი.მისი გაკეტების იდეა გამიჩნდა ნათიას “გერმანული ზამთრის სუპის” ნახვის შემდეგ, თუმცა რაღაც ცვლილებების შეტანა მომიხდა რეცეპტში და ამიტომ ცალკე გთავაზობთ არ ვიცი ძალიან მშიოდა თუ მართლა ძალიან გემრიელი იყო, მაგრამ ჩემი ფავორიტების სიაში უკვე შევიყვანე :) 8-10 ქამა სოკო 3 საშუალო კარტოფილი 1 სტაფილო 1 ხახვი 100 გ წითელი ოსპი […]

Continue Reading

სოკოს კრემ-სუპი მდნარი ყველით

250-300 გრ სოკო 100-150 გრ მდნარი ყველი 2 დიდი კარტოფილი 1 კონა კამა 100 გრ არაჟანი ან ნაღები 600 მლ ბულიონი ან წყალი 1 ხახვი 1 ს.კ ფქვილი 1ჩ.კ ხმელი ბაზილიკი დაფნის ფოთოლი მარილი, პილპილი სოკო მოშუშეთ ხახვთან ერთად დაასხით ბულიონი, დაამატეთ დაჭრილი კარტოფილი და მოხარშეთ. ხარშვის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე ჩაამატეთ ბაზილიკი და დაფნა […]

Continue Reading

ორაგულის სუპი პროვანსული ბალახებით და ფორთოხლის ცედრით

500 გრ ორაგული (მათ შორის, თევზის თავიც, თუ გვაქვს) 4-5 საშუალო კარტოფილი 1 საშუალო ზომის სტაფილო 2 თავი ხახვი 100გრ ბრინჯი 1/2 ჩ.კ. პროვანსული ბალახები 1/2 ჩ.კ ხმელი ბაზილიკი 2 ჩ.კ ფორტოხლის ცედრა 1/2 ლიმონის წვენი ოხრახუში, კამა თევზს დავასხათ დაახლოებით 2-2.5 ლ წყალი და დაფნის ფოთოლთან და სურნელოვან პილპილთან ერტად მოვხარშოთ. სხვა ქვაბში წვრილად […]

Continue Reading
Follow

Get every new post on this blog delivered to your Inbox.

Join other followers: