სალათი ”ცეზარი”

აიღეთ რაიმე სინი ან დიდი ზომის თეფში, კიტრი და პომიდორი წვრილ კუბიკებად დაჭერით და ფენა-ფენა გაშალეთ ამ სინზე, შემდეგ სალათის ფურცლები აჰკუწეთ და ზემოდან დააყარეთ, ამასობაში ქათმის ფილეც მოიხარშებოდა, მოხარშული ფილეც დააქუცმაცეთ და მოაყარეთ სალათს, პატარა კუბიკა-სუხარიკები (თუ რაც ჰქვია) – ცოტა ეგეც დაგჭირდებათ.

მწვანილებიდან აუცილებელია კამა და ოხრახუში, ბოლოს კი ყოველივე ზემოაღნიშნულს დაახეხეთ ყველი (მე სულგუნს გირჩევთ).

ძმარი და მარილი გემოვნებით.

p.s ცეზარი მრავალნაირად შეიძლება გაკეთდეს, ქათმის ფილეს ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ თევზის ფილე, კრაბი და ა.შ.

რაც შეეხება ინგრედიენტების რაოდენობას, საშუალო ზომის სინისთვის, დაგჭირდებათ:

  • 2 პომიდორი
  • 2 კიტრი
  • 200 გრ ქათმის ფილე
  • 50 გრ კამა და ოხრახუში
  • 50 გრ ყველი

რჩევა: საჭმლის მომზადების დროს თვალის ზომაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს :)

Bon Appétit!

If you want to tell people the truth, make them laugh, otherwise they’ll kill you.” ― Oscar Wilde

Facebook Twitter LinkedIn Flickr YouTube 

Use Facebook to Comment on this Post

Tags: , , , ,

Author:Tamara Mirianashvili

If you want to tell people the truth, make them laugh, otherwise they'll kill you.” ― Oscar Wilde

8 Responses to “სალათი ”ცეზარი””

  1. June 19, 2010 at 11:34 #

    რა მარტივი ყოფილა ეს ყველაფერი :))ქათამი მარილიან წყალში უნდა მოიხარშოს ალბათ ხო?მერე ცოტა მობრაწვაც მოუხდებოდა, სალათში შერევამდე.

  2. June 19, 2010 at 11:49 #

    არა მარილიან წყალში მოხარშვა არ უნდა, იმიტომ რომ მერე მარილს ისედაც აყრი და თან ყველიც ხომ მარილიანია. შებრაწვა კარგი იდეაა :)

  3. June 19, 2010 at 12:55 #

    ა, ხო, მართალია, ქართული ყველი მარილიანია, კაფეში როგორც წესი ევროპულ უმარილო ყველს ახეხავენ და აღარ გამახსენდა.

  4. September 12, 2011 at 18:10 #

    ჩემი საყვარელი სალათია

    • June 10, 2012 at 23:04 #

      That kind of thikning shows you’re an expert

  5. September 12, 2011 at 18:11 #

    მე ვამატებ ცოტა წითელ ბულგარულ წიწაკას და ლიმნის წვენს…გემრიელი გამოდის..

  6. January 9, 2012 at 09:15 #

    dzalian mikvars es salati, magram am receptidan gansxvaveviT me vamzadeb marinads zeTiT, nioriT marilit qaTmis xorcs da suxars vdeb masSi da ise vbrawav, mere vurev salatshi.

  7. nino
    May 13, 2012 at 18:32 #

    an qatamis file sheidzleba tetr gvinoshi moixarshos..me ase vaketeb dzalian gemrielia

Leave a Reply

Follow

Get every new post on this blog delivered to your Inbox.

Join other followers: