ფორთოხლის ცუკატები

როცა ფორთოხალს მიირთმევთ, ქერქებს ალბათ ნაგავში ყრით… არა და, რომ იცოდეთ, რა გემრიელი ცუკატების მომზადება შეიძლება :) პროცესი, მართალია ცოტა ხანგრძლივია, მაგრამ ნამდვილად არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას.  მზა ცუკატები შეგიძლიათ პირდაპირ მიირთვათ, ასევე გამოიყენოთ საკონდიტრო ნაწარმში: კექსებში (შოკოლადისაც და ჩვეულებრივიც), კულიჩებში. ცუკატები ცომეულს ღვთაებრივ არომატს ანიჭებს, მე ძალიან მიყვარს და თქვენც გირჩევთ. სწორედ დღეს დავიწყე მომზადება, საშობაო შტოლენის გამოცხობას ვაპირებ და მარაგი ამომეწურა :)

• 1კგ ფორთოხლის ქერქი
• 1.300 კგ შაქარი
• 3 ჭიქა წყალი

  • ქერქები ჩაალბეთ ცივ წყალში 3 დღის განმავლობაში, დილა-საღამოობით უცვალეთ წყალი. შემდეგ წამოადუღეთ 20-25 წუთი, გადაწურეთ და დაჭერით სასურველ ზომაზე.
  • შაქრითა და წყლით მოამზადეთ სიროპი. მდუღარე სიროპში ჩაყარეთ ქერქები და წამოადუღეთ 5-10 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ. დაახლოებით 5-6 საათში ისევ წამოადუღეთ 10 წუთის განმავლობაში.
  • ასე გააკეთეთ 3-4 ჯერ 10-12 საათის ინტერვალით(ანუ 2-3 დღის განმავლობაში დილით და საღამოს). თანდათან ქერქებზე შაქარი დაკრისტალდება და გაშრება.
  • ბოლო წამოდუღების შემდეგ გადაიტანეთ რაიმე დაფაზე და გაშალეთ რომ გაშრეს.
  • შეინახეთ ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში. საკმაოდ დიდხანს  ინახება
პ.ს.  ეცადეთ, გარჩევისას ფორთოხლის ქერქებს დიდი რაოდენობით არ მიაყოლოთ თეთრი ნაწილი. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, რომ არ დაიწვას ქერქები.
პ.პ.ს.  თუ ერთბაშად ვერ ჭამთ იმდენ ფორთოხალს, რომ ცუკატებისთვის საკმარისი ქერქი მოაგროვოთ, შეგიძლიათ უკვე გაფცქვნილი ქერქები ქვაბში ან პარკში მოათავსოთ მაცივარში საბოლოო მოგროვებამდე, რომ არ დალპეს ოთახის სითბოზე.

Use Facebook to Comment on this Post

Tags: ,

4 Responses to “ფორთოხლის ცუკატები”

  1. December 6, 2011 at 17:42 #

    eee magariaa <3 mniam

  2. me
    January 19, 2013 at 15:53 #

    ერთი შეკითხვა: როგორც წესი მარკეტებში იყიდება იმპორტული ფორთოხალი, რომელიც, იმისათვის რომ ტრანსპორტირებას გაუძლოს და მალე არ გაფუჭდეს, როგროც წესი ცვილის თხელი ფენით არის დაფარული. აქედან გამომდინარე, რამდენად გამართლებულია ასეთი ფორთოხლის ცვილიანი ქერქისგან ცუკატების გაკეთება? ან საერთოდ ცედრას სახით გამოყენება? ერთადერთი გამოსავალი ალბათ ადგილობრივი ფორთოხლის შეძენაა, რომლის ცვილით დამუშავებაც არ ხდება.

    • January 20, 2013 at 16:15 #

      მართალი ხართ, შეგიძლიათ ქართული ფორთოხალი გამოიყენოთ. ხოლო უცხოური ჯერ კარგად უნდა გარეცხოთ, სანამ მის კანს გამოიყენებთ.

  3. თათია
    April 22, 2013 at 12:20 #

    ქერქი უნდა იყოს 1კგ, თუ 1 კგ ფორთოხლისგან რაც გამოვა?

Leave a Reply

Follow

Get every new post on this blog delivered to your Inbox.

Join other followers: