ლიმონის კრემი Lemon curd

Lemon curd  უგემრიელესი დესერტია, უფრო სწორად, კრემი. მზიანი, არომატული, ხასხასა, ბედნიერების მომნიჭებელი. თქვენც ხომ განიჭებთ ციტრუსები ბედნიერებას? :)

რაში ვიყენებ? რაში აღარ!  რულეტის კრემად, მაფინების გულში ჩასადებად, ტორტის ერტ-ერთ კრემად, ტარტალეტკის ძირზე გადასასმელად, კრემის ქვეშ… საოცარ ნოტებს სძენს საკონდიტრო ნაწარმს.  მოიგონეს ბრიტანელებმა, მათსავით დახვეწილია და ჯენტლმენური :)

რეცეპტი ფრანგული ELLE-ის ფურცლებზე აღმოვაჩინე რამდენიმე წლის წინ და მას შემდეგ ყოველ სეზონზე ვაკეთებ, ერთნაირი წარმატებით. ამ ჯერად 1.5 ულუფა გავაკეთე, ანუ 6 კვერცხით, 6 ლიმონით და ა.შ.  900 მლ კრემი გამომივიდა, თითქმის 1 ლიტრამდე

lemon curd

  • 4 დიდი ლიმონი
  • 4 კვერცხი
  • 125 გრ კარაქი
  • 200 გრ შაქარი

 

ლიმონებს შემოახეხეთ კანი წვრილ სახეხზე (მხოლოდ ყვითელი ნაწილი) და გამოწურეთ წვენი ოთხივედან (წესით 200 მლ წვენი უნდა მიიღოთ, მაგრამ თუ ცოტა დააკლდება, არც ეგაა ტრაგედია)

კვერცხები ათქვიფეთ ჩანგლით კარგად,

კარაქი გაადნეთ ნელ ცეცხლზე, დაამატეთ ლიმონის წვენი, შაქარი, ათქვეფილი კვერცხები  და ცედრა, თან ურიეთ.

წამოდუღებამდე რომ მივა, ცეცხლს დაუწიეთ, მორევა არ შეწყვიტოთ,  მასა  დაიწყებს გასქელებას, დაახლოებით  5-7 წუთში,  კრემის სისქის  გახდება. გაითვალისწინეთ, დიდი ბუშტებით არ უნდა დუღდეს, ოდნავ უნდა  ”თრთოდეს” და იმასაც მორევით ”ვიგერიებდეთ”

ცხელივე გაატარეთ საწურში, ცედრა რომ არ გაყვეს და გაციებული მინის ჭურჭლით შეინახეთ მაცივარში.

დიდხანს ინახება საყინულესთან ახლო მდებარე თაროზე. შეგიძლიათ პატარა ქილებით გაყინოთ კიდეც, გადნობის შემდეგ არც სტრუქტურას იცვლის და არც გემოს.

lemon

მერწმუნეთ, ტკბილ ცომეულთან ეს მომჟავო არომატული კრემი უბრალოდ იდეალურია :)

 

Use Facebook to Comment on this Post

Tags: , , , , , , ,

6 Responses to “ლიმონის კრემი Lemon curd”

  1. Mia306
    April 16, 2013 at 23:05 #

    აუცილებლად უნდა გავაკეთო – სანამ ნორმალური ლიმონი იშოვება. მიყვარს ნინოს რეცეპტები – გამოცდილი და სანდოა! <3

    • April 17, 2013 at 11:45 #

      გააკეთე, მოგეწონება :) რულეტში ძალიან გემრიელია, ზომიერი გემოთი და საოცარი არომატით :)

  2. Nitsa
    May 6, 2013 at 22:30 #

    დღეს გავაკეთე ეს…
    ხვალ გამოვიყენებ მაფინებში..:)

    • May 7, 2013 at 11:46 #

      მაფინებს რომ გამოაცხობთ, ზემოდან ამოაჭრით პატარა ღრმული, ჩაუდეთ კრემი და ის გადანაჭერი დააფარეთ ისევ, ძალიან გემრიელია :) თავზე პუდრა ან სხვა კრემიც შეგიძლიათ დაადოთ, ან შოკოლადი

Trackbacks/Pingbacks

  1. მარწყვის ტრაიფლი | Ratatouille - May 8, 2013

    [...] ლიმონის კრემი Lemon curd, რომლის რეცეპტსაც ამ ბმულზე ნახავთ [...]

  2. ტორტი ჟოლოთი და ლიმონის კრემით | Ratatouille - July 7, 2013

    [...] ლიმონის კრემის რეცეპტისთვის ეწვიეთ ამ ბმულს [...]

Leave a Reply

Follow

Get every new post on this blog delivered to your Inbox.

Join other followers: