სააღდგომო პასკა – კულიჩი

415339_317205721680566_1787601185_o
ინგრედიენტები
:
  • 10 კვერცხი
  • 1,200 გრ შაქარი
  • 500 გრ მარგარინი ან კარაქი (მე ნახევარ-ნახევარი მომწონს)
  • 3 ს. კოვზი საფუარი
  • ½ ს. კოვზი მარილი
  • ვანილი
  • მუსკატი – ილი – დარიჩინი …………… თითო-თითო ჩაის კოვზი
  • კონიაკი ან სპირტი სპეციების გასახსნელად
  • 7 ცალი მიხაკი
  • ლიმონის ზეთი
  • 500 გრ ქიშმიში
  • 1ლ რძე
  • 2კგ ფქვილი (0,5კგ ფქვილი ცალკე, საფუარისთვის)

მომზადების წესი:

1 ლიტრი რძე გავათბოთ, თითქმის ცხელისკენ და დავუმატოთ მარილი + საფუარი + 2 ს.კოვზი შაქარი + 0,5კგ ფქვილი. ვაცალოთ. უნდა ამოვიდეს კარგად.

კვერცხისა და შაქრისგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ ცხიმი (დარბილებული) + ვანილი; ამის შემდეგ დავამატოთ კონიაკში გახსნილი სპეციები (სუნელები);
ჩავაყაროთ ფქვილი (გაცრილი) ნელნელა და მოვზილოთ ცომი;

გარეცხეთ და გააშრეთ ქიშმიში. შემდეგ მშრალი ამოავლეთ ფქვილში და დაუმატეთ ამ მასას; ამ ყველაფერს დავამატოთ საფუარიანი მასა და კარგად ჩავზილოთ ზეთიანი ხელით. ვზილოთ მინ 20 წუთი.

დავდგათ თბილ ადგილზე. რომ ამოფუვდება, ისევ ჩავზილოთ. კიდევ ამოფუვდება, კიდევ ჩავზილოთ. ხელი სულ უნდა ვისველოთ ზეთით.

გადავანაწილოთ ამის შემდეგ ფორმებში 1/3 ზომაზე. როცა ეს მასა გაიზრდება 2 ჯერ,  შევდგათ ფორმები ღუმელში 180-190 გრ. ცეცხლზე და გამოვაცხოთ;

პასკა ცხვება თითქმის 1 საათის განმავლობაში. ზემოდან შეგიძლიათ მორთოთ შოკოლადით, თეთრი მინანქრით, დათლილი ნუშით ან უბრალოდ შაქრის პუდრით.

მრავალ აღდგომას დაესწარით!

ნინო კვაშალი

Facebook Twitter 

Use Facebook to Comment on this Post

Tags: ,

გამოიწერეთ ყოველკვირეული დაიჯესტი მეილზე!

Subscribe to our e-mail newsletter to receive updates.

2 Responses to “სააღდგომო პასკა – კულიჩი”

  1. April 14, 2012 at 19:56 #

    :)

  2. April 16, 2012 at 01:03 #

    axla gamovacxve, dzalian gemrieli gamovida:) ver movitmine da tbili vchame:)

Leave a Reply

Follow

Get every new post on this blog delivered to your Inbox.

Join other followers: