ქათმის ფლავი შაფრანით, დარიჩინთა და ილით

ეს რეცეპტი ჩემს ერთ მეგობარს „წამოცდა“, მაგრამ არ გამიმხილა, ჩემიაო! მივადექი სახლში და დედამის ვთხოვე გამიზიარეთმეთქი, წინააღმდეგ შმეთხვევაში, კარავს დავცემ თქვენს კარებთან-თქო. ძალიან მაინტერესებდა, პასკის სუნელებიანი ქათამი. შედეგი მომეწონა, უბრლაოდ ცოტა მშრალია, მაგრამ მაინც გემრიელი იყო (ან როგორც ყოველთვის საკუთარი შემოქმედებით სუბიექტურად აღფრთოვანებული ვიყავი;)).

დავიწყეთ!

ინგრიდიენტები

  • 500 გრ ქათმის ფილე
  • 200 გრ მაწონი
  • ნახევარი ლიმონის წვენი
  • 1 ლიმონის წვენი და ცედრა
  • ¼ ჩ.კ. დარიჩინი
  • ½ ჩ.კ. შაფრანი
  • 1 ც გალინა ბლანკა (თუ უკეთესს იშოვით, უფრო კარგია)
  • 15 გრამი კარაქი 2–3 ს.კ. ზეთი (რეცეპტი მოითხოვს არაქისის ზეთს, მაგრამ მე არც მიძებნია, ასე რომ არ ვიცი აქ არის თუ არა, მაგრამ გამორიცხული არ არის, გუდვილში ან ჯორჯიტაში იყოს)
  • 500 გრ. ბრინჯი
  • 3–4 თავი დაფშვნილი ილი (დაახლოებით ½ ჩ.კ., ნახევრამდე)
  • 50 გრ. თხილი
  • 50 გრ. ნუში
  • 3–4 ს.კ. ‘ფისტაშკები’ (ქართულად არ ვიცი)
  • ოხრახუში (თვალით და გემოვნებით)

მომზადება

პირველ რიგში გავაკეთოთ ქათმის მარინადი შემდეგი სოუსით: მაწონში ჩავაყაროთ დარიჩინი და ნახევარი ლიმონის წვენი ჩავასხათ. ამაში მოვათავსოთ დაჭრილი ქათმის ფილე და დავტოვოთ 1 საათით.

ამასობაში ქვაბში დავადნოთ 15 გრ. კარაქი, დავუმატოთ 1 ს.კ. ზეთი და ბრინჯი. აუცილებლად ურეთ და გქონდეთ დაბალ ცეცხლზე, რომ არ მიიწვას. ბრინჯი უნდა იყოს, როგორც გურულები იტყვიან „მისდა მისდა“ მოხარშული, ანუ ფაფა არ გამოგივიდეთ, ბრინჯის მარცვლები განცალკევებული უნდა იყოს. ამ მეთოდით ბრინჯის მომზადება, ყოველთვის სასურველ შედეგს გამოიღებს სხვა კერძებშიც (შეგიძლიათ იყიდოთ ე.წ. ორთქლში გამოყვანილი ბრინჯი და უფრო დაზღვეული იქნებით, რომ არ ჩაიშლება). დაახლოებით 15 წუთში ბრინჯს დაუმატეთ გალინა ბლანკა (წყალში გახსნილი), შაფრანი, ილი, ერთი ლიმნის წვენი და ცედრა, დაახურეთ სახურავი და აადუღეთ. წამოდუღებიდან 2–3 წუთში დაუწიეთ ცეცხლს და ძალიან დაბალ ცეცხლზე დატოვეთ 10–15 წუთი. ამ დროის განმავლობაში ბრინჯი შეიწოვს მთელ სითხეს და გაიჟღინთება არომატებით.

სანამ ბრინჯი იხარშება, ქათმის ფილე განაცალკევეთ მაწვნის სოუსისგან, კარგად გადაწურეთ და დარჩენილ ზეთში (2 ს.კ.) შეწვით. ქათმის მდგომარეობა უნდა იყოს მოთუშულსა და შემწვარს შორის. მოხალეთ ნუში და თხილი. როგორც კი ქათამი მზად იქნება, აურიეთ ბრინჯს, მოაყარეთ ნუში და თხილი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში. ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ და მიირთვით!

იმედი მაქვს მოგეწონებათ!

Facebook Twitter 

Use Facebook to Comment on this Post

Tags: , ,

5 Responses to “ქათმის ფლავი შაფრანით, დარიჩინთა და ილით”

  1. ნინო ჯანანაშვილი
    April 24, 2012 at 23:21 #

    რაღაც საინტერესო ჩანს :)

  2. May 7, 2012 at 14:32 #

    შაფრანში ზაფრანა იგულისხმება ალბათ, არა?

  3. May 7, 2012 at 14:56 #

    კი, ზაფრანი. იყიდება, აწერია შაფრანი :)))

  4. May 7, 2012 at 15:59 #

    :) მადლობთ.
    ქათმის დასარბილებლად სხვა შემთხვევებშიც ხომ გამოდგება ეს მარინადი? კარგია, რომ ამას მივაგენი :)

    • May 7, 2012 at 16:06 #

      რა თქმა უნდა გამოდგება :) გააჩნია რას ამზადებთ და შესაბამისად სუნელებსაც სეცვლით :)

      არაფრის :)))

Leave a Reply

Follow

Get every new post on this blog delivered to your Inbox.

Join other followers: