აღდგომის სამზადისი – იდეები დეკორაციებისთვის

აღდგომის დღესასწაულამდე დიდი დრო აღარ დარჩა.  ერთ-ერთ ბლოგზე ძალიან ლამაზ სააღდგომო  დეკორაციებს წავაწყდი და მომინდა თქვენთვისაც გამეზიარებინა. ჩვენი ბლოგის მკითხველებს შორის ალბათ ბევრი ხელმარჯვე ადამიანია, ვისაც კარგად ეხერხება სახლის გალამაზება  საკუთარი ხელით შექმნილი ნივთებით. ამიტომ ვფიქრობთ ეს ფოტოები რაღაც იდეას მოგაწვდით და უფრო მეტ სადღესასწაულო განწყობას შემოიტანს წინასააღდგომოდ.

ასეთი ჯეჯილის გაკეთებას მეც ვაპირებ, ძალიან მომეწონა კვერცხებში ჩათესვის აზრი. მით უფრო, რომ ბავშვები ძალიან იხალისებენ :)

ეს მომზადების ეტაპები:

იდეა მათთვის, ვისაც ხატვა, კერვა და აპლიკაციების კეთება ეხერხება:

მარტივი და ლამაზი სააღდგომო კომპოზიცია

 დეკორაციის ფოტოებს კერძებისაც მივამატე, იქნებ რომელიმე მათგანი თქვენს სუფრაზეც აღმოჩნდეს :)

მაგალითად ნამდვილ ნაჭუჭში გამომცხვარი კექსი – მაფინების, ქაფქეიქის ან კექსის ცომით შეგიძლიათ ასეთი რამ მოამზადოთ და გაამხიარულოთ თქვენი სტუმრები ან ბავშვები :)

 გამოცხობის შემდეგ მოაცილეთ ზედმეტი, გადმოღვრილი ცომი

 შოკოლადიანი ბუდეები:)

 ხომ საყვარელი წიწილებია :)

 ჩვეულებრივი მაფინებისგან ასეთი წიწილების გაკეთება შეიძლება :) გარედან მსუბუქად მოხალული ქოქოსის ბურბუშელა აყრია

ფოტოები აღებულია სხვადასხვა ბლოგიდან და საიტიდან.

Facebook Twitter 

Use Facebook to Comment on this Post

Tags:

No comments yet.

Leave a Reply

Follow

Get every new post on this blog delivered to your Inbox.

Join other followers: