სამარხვო ნამცხვრები თაფლით

ეს ნამცხვარი გასინჯვისთანავე მომეწონა. დედაჩემისთვის უსწავლებია ერთ მეზობელს, მან კი მე მომიტანა :) ისეთი გემრიელი იყო, ვერც დავიჯერე თუ ასეთი ცოტა და მარტივი ინგრედიენტებისგან შედგებოდა.  თაფლი საოცარ არომატს აძლევს, ”პრიანიკების” გემოც კი გამახსენა.

თავისთავად თაფლიც მრავალნაირი არომატით არსებობს. თუ რეცეპტში კონკრეტული არომატის თაფლი არ არის მითითებული, უმჯობესია რბილი,ნეიტრალური გემოს თაფლი შეარჩიოთ. ჩემი ფავორიტი ქართლური, ყვავილების თაფლია.

დაახლოებით  18-20 საშუალო ზომის ნამცხვრისთვის დაგჭირდებათ:

10 ს.კ. შაქარი

10 ს.კ. თაფლი (ან მურაბის წვენი, ან 50/50)

10 ს.კ. ზეთი

10 ს.კ წყალი

1 ს.კ (ძალიან სავსე არა) სოდა

მარილი

ვანილი

260-300 გ ფქვილი (უნდა მივიღოთ რბილი ცომი)

 

თასში მოვათავსოთ ყველა ინგრედიენტი ფქვილის გარდა და ავურიოთ. დავიწყოთ ფქვილის ნელ-ნელა შერევა – ცომი უნდა დარჩეს რბილი, მაგრამ ამავდროულად შევძლოთ ფქვილიანი ხელებით პატარა ბურთების გაკეთება. ოდნავ დავაბრტყელოთ და დავალაგოთ ფქვილმოყრილ ფორმაზე. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში სანამ შეოქროსფერდება.

ამ ნამცხვრების გაკეთება მხოლოდ მურაბის წვენითაც შეიძლება, მაგრამ ისეთი არომატული და რბილი აღარ გამოდის, როგორიც თაფლიანი. შეგიძლიათ ნებისმიერი მურაბის გამოყენება,იქნება ეს ლეღვის, გარგრის, ბლის და სხვ.

Use Facebook to Comment on this Post

Tags: , ,

11 Responses to “სამარხვო ნამცხვრები თაფლით”

  1. nino
    November 23, 2012 at 11:05 #

    soda zmarshi ar gavxsnat?

    • December 4, 2012 at 17:48 #

      მეც გამოვაცხვე გუშინ საღამოს და მართლა მეტი ფქვილი დამჭირდა, ეს დოზა არ ეყო. ძალიან გემრიელი გამოვიდა, როგორც ნინოს რეცეპტებით დამზადებულის აბსოლუტური უმრალვლესობა;)

      • ნინო @ Ratatui.me
        December 4, 2012 at 18:11 #

        როცა ეს რეცეპტი მასწავლეს, ფქვილის რაოდენობა მითითებული არ იყო, ეწერა “რამდენსაც შეიზელს” . გაკეთებისას დანაყოფებიანი მენზურა-ჭიქით გავზომე (სასწორზე არ ამიწონია). ხელახლა გავაკეთებ და აუცილებლად გადავზომავ ფქვილს, რამე ხომ არ შემეშალა …

      • December 7, 2012 at 23:19 #

        მეც ასეთი მენზურა გამოვიყენე – მაგას ვიყენებ ხოლმე როცა ასე წონით არის მითითებული ინგრედიენტები, ისე მამა–პაპურ თხელ ჭიქას ვხმარობ ხოლმე 240 მლ–იანს :). რა პრობლემაა, ჩვენც დაუმატოთ იმდენი ფქვილი ,,რამდენსაც შეიზელს” – ცოტა თხელი იყო, მაგრამ მაინც ძალიან გემრიელობა იყო უდავოდ :)

  2. dubduba
    November 29, 2012 at 23:08 #

    გავაკეთე სამარხვო ნამცხვრები,გემრიელია და ხრაშუნა,ფქვილი უფრო მეტი დამჭირდა ჩემს შემთხვევაში

  3. mako
    November 30, 2012 at 00:11 #

    dzmari ar unda?

    • ნინო @ Ratatui.me
      November 30, 2012 at 18:32 #

      მე არ დამიმატებია, თუმცა 1 ჩ.კ შეგიძლიათ სოდასთან ერთად დაამატოთ

  4. dubduba
    November 30, 2012 at 17:14 #

    მე გამაფხვიერებელი გამოვიყენე 1ჩკ

    • shorena
      December 12, 2012 at 15:47 #

      10 სუფრის კოვზი თაფლი ძალიან ბევრი არაა?ხომ არ გაამაგრებს?

      • ნინო @ Ratatui.me
        December 12, 2012 at 18:00 #

        არა, პირიქით, თაფლიანი უფრო რბილი გამოდის, მურაბიანი ცოტა ”ხმელი” ზედაპირზე. თავიდან მეც მეგონა რომ მეტისმეტად ტკბილი იქნებოდა, თუმცა ზომიერად ტკბილია საბოლოოდ. დავაზუსტებ, მე თხევადი თაფლი მქონდა, მისი კოვზით ამოღება უფრო რთულია, ვიდრე ჩაშაქრული, გამაგრებული თაფლის, ამიტომ მთლად გაპიპინებულ-გადავსებულს მაინც ვერ ამოიღებთ

  5. January 17, 2013 at 14:17 #

    კარგი რეცეპტია :)
    განსაკუთრებით სასარგებლოა ჩემთვის, იმიტომ, რომ მურაბიდან ძირითადად, ხილს ვჭამ და მერე სიროფი მრჩება. ახლა სიროფს ამ დანიშნულებით გამოვიყენებ :)

Leave a Reply

Follow

Get every new post on this blog delivered to your Inbox.

Join other followers: