უმარტივესი შოკოლადის კანფეტები

ეს შოკოლადის  კანფეტები ძალიან გემრიელია და საოცრად მარტივად მზადდება. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ჩემს შვილს თავისივე ნაყიდი სიმინდის ბურბუშელა აღარ მოეწონა.  გადასაყრელად დამენანა, გადავწყვიტე რამე სხვა გამოყენება მომეძებნა და საბოლოოდ ასეთი კანფეტები დავამზადე.  უგემრიელესია!

kamfet

 

70 გ სიმინდის ბურბუშელა  (საუზმისთვის განკუთვნილი corn flakes)

100 გ შავი შოკოლადი

3 ჩ.კ. კარაქი

მწიკვი მარილი

წვრილად დაჭრილი ჩირი, ფერადი ცუკატი, ფსტა, თხილი ნიგოზი და ა.შ. რაც გნებავთ

 

 

ორთქლზე გავადნოთ შოკოლადი და კარაქი სანამ ერთგავროვანი მასა არ გახდება.

გადმოვიღოთ და ჩავყაროთ ბურბუშელა, დავამატოთ ცოტა მარილიც.

ფოლგის ან პერგამენტის ფურცელზე ჩაის კოვზით დავალაგოთ პატარა ბურთულები და ზემოდან მოვაყაროთ დეკორისთვის არჩეული ნებისმიერი ზემოთ მითითებული ინგრედიენტი

20 წუთით შევდოთ მაცივარში და მისართმევად მზადაა

Use Facebook to Comment on this Post

Tags: , , , ,

5 Responses to “უმარტივესი შოკოლადის კანფეტები”

  1. anuki
    May 29, 2013 at 17:33 #

    ნინო, სიმინდის ბურბუშელა სად იყიდება?. კრემ–ფრეში და არლას უმარილო ნაღების ყველი ბუკო სად იყიდება?. ზიპ–საკეტიანი პარკები (გასაყინი) სად იყიდება.მადლობა.

  2. anuki
    June 4, 2013 at 15:10 #

    ნინო, ანისულის ვარსკვლავი , ბადიანი. ასევე კურკუმა და ტურმარიკი ასევე გარამ მასალა თბილისში სად იყიდება?.

    • June 6, 2013 at 13:00 #

      სადაც სუნელებს ყიდიან, იქ უნდა მოიკითხოთ :)

  3. anuki
    June 5, 2013 at 19:02 #

    ნინო, ბაზილიკი სად იყიდება?,სად ყიდულობ?.მადლობა.ბოდიში ამდენი კითხვებით რომ გაწუხებ..

    • June 6, 2013 at 12:59 #

      ბაზილიკი მხოლოდ ხმელი იყიდება სუნელების სექციაში, ნედლი მე თვითონ დავთესე ქოთანში

Leave a Reply

Follow

Get every new post on this blog delivered to your Inbox.

Join other followers: