Tag Archives: ბროკოლი

კალათები ფილოს ცომით

  ეს ძალიან მსუბუქი და გემრიელი ღვეზელებია, რომელიც მარტივად მზადდება და ფანტაზიის ჩართვის საშუალებასაც იძლევა. შეგვიძლია გულში სხვადასხვა ინგრედიენტი ჩავუდოთ. ფილოს ცომი  თურქულ და ბერძნულ  სამზარეულოშია გავრცელებული. საქართველოში თურქულ მაღაზიებში იყიდება, მაგრამ თუ ვერ იშოვით ფენოვანითაც შეგიძლიათ შეცვალოთ  10 ფურცელი ფილო 5 ფირფიტა ბეკონი 10 ბროკოლის ყვავილედი 200 გ არაჟანი ან 20% ნაღები 2 კვერცხი […]

Continue Reading

კარტოფილის სალათა

კარტოფილი ჩემი საყვარელი ბოსტნეულის სიაში საპატიო ადგილს იკავებს. შემწვარი კარტოფილი ხომ საერთოდ, უგემრიელესია, მაგრამ ამასთანავე აბსოლუტურად არა-სასარგებლო :(  ვცდილობ, იშვიათად მოვამზადო და მივირთვა.  ჩემს საყვარელ კარტოფილს უფრო სასარგებლო გამოყენებას ვუძებნი, ნაკლებად ცხიმიანს და ბევრად ჯანსაღს.   600 გ კარტოფილი 1 პატარა თავი  ბროკოლი 1-2 მოხარშული კვერცხი, სურვილით 6 ს.კ ზეით.ზეთი ½ ჩ.კ მდოგვი 2 ს.კ […]

Continue Reading

ბოსტნეულის ღვეზელი

  ბოსტნეულის ღვეზელები გიყვართ? თუ კი, მაშინ კითხვა განაგრძეთ :) თუ არა, მაშინ მომწერეთ კომენტარებში და რაიმე გემრიელ რეცეპტს თქვენთვის აუცილებლად მოვძებნი :) სიმართლე რომ გითხრათ ეს ფოტო კარგა ხნის წინ გადავიღე, მაგრამ მხოლოდ ახლა მოვახერხე გამოქვეყნება…   არდადეგებზე მივდიოდი და მაცივარში არსებული პროდუქტების უტილიზაცია მინდოდა, ეს ღვეზელი სწორედ ამის შედეგად შეიქმნა :) თუ გადაწყვეტთ, […]

Continue Reading

ბროკოლის სალათი იტალიურად

დაახლოებით 2 წლის წინ, ბლოგის ერთ-ერთმა მკითხველმა, ქეთი მაღლაკელიძემ ძალიან სასიამოვნო საჩუქარი გამიკეთა და იტალიელი შეფ-მზარეულის, ჯინო დ’აკამპოს წიგნი მაჩუქა. მისი ეს ჟესტი, ბუნებრივია, ძალიან სასიამოვნო იყო  ჩემთვის და დღემდე, როცა ამ წიგნს ვშლი, მადლიერების გრძნობა მავსებს :)  წიგნის გარდა უგემრიელესი ფორთოხლის მარმელადი და არომატული ჩაის ნაკრებიც გამომიგზავნა. კულინარიის სიყვარულმა, სხვადასხვა სოც.ქსელმა  და  ამ ბლოგმა […]

Continue Reading

ქათამი ქოქოსის რძით

ქათამი ქოქოსის რძით ეგზოტიკური, გემრიელი და საინტერესო კერძია.   ნამდვილად ღირს, რომ ერთხელ მაინც სცადოთ და მოამზადოთ.  მე თავად  დონას რეცეპტის შთაგონებით მოვამზადე, თუმცა მცირე ცვლილებები შევიტანე ჩემს მაცივარში არსებული პროდუქტების გათვალისწინებით   ქათმის ფილე 2 ცალი (ანუ მთლიანი მკერდი, ძვლების და კანის გარეშე) ბროკოლისა და  ყვავილოვანი კომბოსტოს  4-5 პატარა ყვავილედი (თითოეული) 100 მლ ქოქოსის რძე 1-2 […]

Continue Reading

ბრინჯი ბოსტნეულით და კვერცხით-2

ბრინჯი ბოსტნეულითა და კვერცხით ძალიან მარტივი და გემრიელი კერძია.  მისი მირთმევა შეიძლება როგორც დამოუკიდებლად,ასევე გარნირად ქათმისა და ხორცის კერძებთან. ერთი  მსგავსი კერძი უკვე გვაქვს ბლოგზე, შეიძლება ითქვას თითქმის იგივეა, მცირე ცვლილებებით. მაგრამ მაინც დავწერ :)   300 გ ბრინჯი ბასმატი 250-300 გ ყვავილოვანი კომბოსტო 200 გ ბროკოლი 2 სტაფილო 1 ხახვი 1  წითელი ბულგარული წიწაკა 1დიდი […]

Continue Reading

ქათმის ხორცი ბოსტნეულით

როცა სამსახურში კაფეტერია შვებულებაში გადის, წესით, ისღა დამრჩენია, თავად მოვიმზადო მეორე დღისთვის საუზმეც, სადილიც და ხანდახან ვახშამიც :D თუმცა, რამდენად ვახერხებ ამას – ეს უკვე ცალკე საკითხია. ამიტომ, ჩემი სამსახურის მენიუ ძირითადად რძის პროდუქტებითა და ხილით შემოიფარგლება, მაგრამ ხორცისადმი ჩემი ნეიტრალური დამოკიდებულების მიუხედავად, ხანდახან ესეც საჭიროა. ამიტომ, რამდენიმე დღის წინ, მაცივარში შემორჩენილი ცოტა ბოსტნეულისა და ქათმის […]

Continue Reading

კიში ფილოს ცომით

საერთოდ, კლასიკურ რეცეპტებში კიში ფხვიერი, უშაქრო ცომით კეთდება. მაგრამ ზოგჯერ თავს ცვლილებების შეტანის უფლებაც უნდა მივცეთ. მაგალითად, მშვენიერი ვარიანტია ფენოვანი ცომი! თუმცა ამჯერად უფრო შორს წავიდეთ და ფილოს ცომი ვცადოთ :) 5-6 (ან ცოტა მეტიც) ფურცელი ფილოს ცომი ზეთი ან გამდნარი კარაქი ცომის ფენებს შორის წასასმელად შიგთავსი: 100 გ ბროკოლი, 1 ნაჭერი ქათმის ფილე, მოხარშული […]

Continue Reading

პასტა ბოსტნეულით და არაჟნით

ერთხელ იტალიურ სამზარეულოზე გადაცემას ვუყურებდი, სადაც თქვეს, რომ მაკარონის ნაწარმი სასურველია ბოსტნეულთან ერთად მივირთვათ. ეს ხელს უწყობს მის უფრო ადვილად გადამუშავება-შეთვისებას ორგანიზმის მიერ. ამიტომ თუ ისეთი რეცეპტია, რომელშიც ბოსტნეული არ გამოიყენება, მარტივ სალათს მაინც ვუმზადებ ხოლმე გარნირად. დღევანდელ რეცეპტში პასტა ბროკოლით და სოკოთია. ორივე ძალიან მიყვარს და ხშირად ვამზადებ. ორი ულუფისთვის გამოვიყენე ეს ინგრედიენტები რასაც […]

Continue Reading

სტაფილოს და ბროკოლის სუპი

ეს სუპი იმ ინგრედიენტებით შეგიძლიათ გააკეთოთ, რაც სახლში მოგეპოვებათ. თუმცა ბროკოლი, მე პირადად, არც ისე ხშირად მაქვს ხოლმე მაცივარში. ამჯერადაც, სპეციალურად სუპისთვის ვიყიდე, თუმცა, სანამ ბროკოლის სუპის ტრადიციულ რეცეპტს ჩავუჯდებოდი და ინგრედიენტებით შევავსებდი, მაცივარი გამოვაღე და რაც ხელში მომხვდა, გამოვალაგე: > ბროკოლი – 1 ცალი, საშუალო ზომის> სტაფილო – 4 ცალი, დიდი> ბარდა, მოხარშული – […]

Continue Reading
Follow

Get every new post on this blog delivered to your Inbox.

Join other followers: