Tag Archives: ნამცხვარი

ხრაშუნები თხილეულით

ამ ბოლო დროს, ცოტა არ იყოს, ვპასიურობთ, არა და უამრავი რეცეპტი დაგვიგროვდა :)   აი, თუნდაც ეს რეცეპტი, რა ხანია ელოდება დღის სინათლეს. არა და ისეთი გემრიელი იყო, ნამდვილად ღირს, რომ თქვენც გაგიზიაროთ :)   200 გ დარბილებული კარაქი 200 გ შაქარი 2 დიდი კვერცხი ვანილი 300 გ ფქვილი ½ ჩ.კ დაფქული ჯანჯაფილი ½ ჩ.კ [...]

Continue Reading

შოკოლადის რგოლები – ძალიან ადვილი რეცეპტი

ეს ნამცხვრები საბავშვო ტკბილეულობის წიგნიდანაა, რომელიც ჩემს შვილს ვაჩუქე.  მარტივი, რეცეპტებია, ისეთი, ბავშვები რომ საკუთარი ხელით გააკეთებენ.   გულწრფელად რომ გითხრათ, არ მიყვარს სამზარეულოში პატარების შეშვება, ხომ ხვდებით რატომაც…  მაგრამ  ჯერ ეს წიგნი და შემდეგ კი რაიმეს გამოცხობა ისე  ძალიან უნდოდა, რომ ნება დავრთე და ცოტა დავეხმარე კიდეც. მაშ ასე, სპეციალურად რატატუისთვის ჩემი რვა წლის [...]

Continue Reading

ხილის ნამცხვარი ბეზეს ქუდით – ზაფხულის ნამცეცი ზამთრის ცივ დღეს

ეს გემრიელი ნამცხვარი ზაფხულის ბოლო დღეს გამოვაცხე, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე თქვენთვის გამეზიარებინა. ისეთი არც არაფერია,ახლა რომ ვერ გაიმეოროთ: ატამი ვაშლით,მსხლით ან კომშით თხელი ნაჭრებით შეცვალეთ. ჟოლო გაყინული გამოიყენეთ ან სხვა კენკრით ჩაანაცვლეთ. შეგიძლიათ მხოლოდ ერთი სახეობის ხილით მოამზადოთ, თუნდაც სრულიად განსხვავებულით, მაგალითად გაყინული ალუბლით,ან ფორთოხლით – წარმოიდგინეთ, რა გემრიელი გამოვა! მე გამოვაცხე საკმაოდ დიდი [...]

Continue Reading

ქლიავის / ვაშლის ტარტი ფენოვანი ცომით

თუ მაცივარში წინასწარ გამზადებული ფენოვანი ცომი და ტარტისათვის გამოსადეგი რომელიმე ხილი გაქვთ, 40 წუთში შეგიძლიათ გემრიელი ნამცხვარი მოამზადოთ. ფემოვანი ცომი გააბრტყელეთ ღუმელის საცხობ ტაფაზე, მოაყარეთ დარიჩინგარეული შაქარი (2-3 სუფრის კოვზი), დააწყვეთ თხლად დაჭრილი ხილი და ზემოდან ისევ შაქარი მოაყარეთ, რომელსაც ვანილთან და დარიჩინთან ერთად 1 სუფრის კოვზ კარტოფილის სახამებელსაც გაურევთ. მე ერთი ლიმონის კანიც ჩავახეხე, [...]

Continue Reading

ტყემლის ტარტი

ეს ტარტი მხოლოდ მათთვისაა, ვისაც ბეზე უყვარს. რეცეპტში ახალს და ორიგინალურს ვერაფერს შემოგთავაზებთ. უბრალოდ ნინოს “ლიმონის ტარტის” რეცეპტით ვიხელმძღვანელე, მაგრამ ლიმონის კრემის ნაცვლად ტყემლის საწებლიდან მორჩენილი წითელი ტყემლის პიურე გამოვიყენე, ახალმოხარშული ძალიან მჟავე ტყემლის ჯემი. ცოტა წყალი და ჟელატინი გავურიე, რომ ტარტის ცომზე კარგად გამაგრებულიყო, დანარჩენი კი ისევე გავაკეთე, როგორც ლიმონის ტარტის შემთხვევაში. რეცეპტის სანახავად [...]

Continue Reading

Chocolate chip cookies – ამერიკელების საყვარელი ნამცხვარი

თუ ერთხელ მაინც გაგისინჯავთ Chocolate chip cookies – ნამცხვარი შოკოლადის წვეთებით , დარწმუნებული ვარ ძალიან მოგწონებიათ. ერთდროულად ხრაშუნა და ნაზი,  თუმცა ძალიან კალორიული. ამ აზრს უნდა შევეგუოთ: ასეთი გემრიელი სასუსნავები ყოველთვის ძალიან კალორიულია :(   260 გ ფქვილი ½ ჩ.კ მარილი 1 ჩ.კ სოდა 200 გ დარბილებული კარაქი (მარგარინი) 200 გ ყავისფერი შაქარი 100 გ [...]

Continue Reading

მარწყვის ტრაიფლი

ეს დესერტი დღეს სრულიად დაუგეგმავად მოვამზადე.  დილით მარწყვი ვიყიდე. მივირთმევდი და თან მარწყვის ტორტზე ვფიქრობდი .  ჯერჯერობით მხოლოდ ვფიქრობ, რადგან პასკის კალორიებიც დასახარჯი მაქვს :D  განტვირთვის დღეებს ვაწყობ და არ მინდა ჩავშალო.  მაგრამ ჩემი შვიდი წლის შვილი გამუდმებით დესერტების წიგნებით დამდევს და გაუთავებლად ითხოვს ხან ერთის, ხან კი მეორის მომზადებას.  ეს დესერტი სწორედ ბავშვებისთვის მოვამზადე [...]

Continue Reading

ლიმონის ტარტი

გასულ ზაფხულს ნათია მინაშვილმა არაჩვეულებრივი წიგნი მაჩუქა ‘’100 საუკეთესო დესერტი” .  მადისაღმძვრელი დესერტები საოცარი ფოტოებით – ყველაფრის მომზადება და დაგემოვნება რომ მოგინდება.  ლიმონის ტარტიც ერთ-ერთი მათგანია – არომატული და გემრიელი. დიდი მადლობა ნათიას კიდევ ერთხელ და არა მხოლოდ ამისთვის :) ფხვიერი ცომისთვის: 250 გ ფქვილი 125 გ კარაქი 1 კვერცხის გული 80 გ შაქარი 30 გ [...]

Continue Reading

შოკოლადის ნამცხვარი

მცირე პაუზის შემდეგ პირველი პოსტისთვის ეს შოკოლადის ნამცხვარი შევარჩიე. დღეს შაბათია, გემრიელი სადილებისა და დესერტების დღე.  გაინებივრეთ თავი, შემდეგ კი ბევრი ისეირნეთ მზითა და სითბოთი სავსე პარკებში, ქუჩებში :)   130 გ შაქარი 2-3ს.კ  არაჟანი 130 მლ  რძე 1  კვერცხი 1 კვერცხის გული 2 ს.კ  კაკაო 1 ჩ.კ სოდა+ლიმონის წვენი 100 მლ ზეთი ან გამდნარი [...]

Continue Reading

წითელი ღვინისა და შოკოლადის კექსი

რატატუის ფეისბუქ-გვერდზე ხშირად მთხოვენ სამარხვო რეცეპტებს. რადგან ჩემთან არავინ მარხულობს და არც ვეგეტარიენელი მყავს ვინმე, ამიტომ თამამად ვიყენებ ნებისმიერ ინგრედიენტს რაც მაქვს და მიყვარს.  მაგრამ ბლოგის გამო, გადავწყვიტე ამ პერიოდში სპეციალურად მოვამზადო ისეთი კერძები ან დესერტები, რომელსაც მომარხულეებიც მიირთმევენ. დღეს დესერტს შემოგთავაზებთ, რომლის მირთმევა თავისუფლად შეუძლიათ როგორც ვეგანებს, ისე მარხვაზე მყოფებს.  როგორც წესი, ამ ტიპის ნამცხვრებში კვერცხისა [...]

Continue Reading
Follow

Get every new post on this blog delivered to your Inbox.

Join other followers: