Tag Archive for ყვავილოვანი კომბოსტო

curry rice

ბრინჯი ბოსტნეულით და კარის ფხვნილით

ეს კერძი არაჩვეულებრივი გარნირია ქათმის ხორცისთვის, მაგრამ მის გარეშეც შეგიძლიათ მიირთვათ, როგორც დამოუკიდებელი კერძი.  კარის ფხვნილი თუ არ გიყვართ ან არ გაქვთ, უიმისოდ  მოამზადეთ, თუმცა ის ულამაზეს ყვითელ ფერს და დამახასიათებელ არომატს აძლევს.  კარის ფხვნილი (არსებობს კარის პასტაც) გახლავთ რამდენიმე სუნელის ნაზავი, თუმცა დამახასიათებელ ფერს და არომატს აძლევს მთავარი ინგრედიენტი კურკუმა. 1 ჭიქა ბრინჯი ბასმატი 200 გ ყვავილოვანი კომბოსტო 1 პატარა… Read more →

yvavilovani kombosto

ღუმელში შემწვარი არომატული ყვავილოვანი კომბოსტო

ჩემდა გასაკვირად, ეს მშვენიერი, უპრეტენზიო ბოსტნეული ბევრს არ უყვარს. არა და მისგან ნამდვილად შეიძლება გემრიელი კერძების მომზადება! აი ერთ-ერთი მათგანიც :) რა დაგჭირდებათ ამ კერძის მოსამზადებლად?  1 საშუალო თავი ყვავილოვანი კომბოსტო 1 ლიმონის ცედრა 2 კბილი ნიორი 3 ს.კ ზეთი 1 ჩ.კ მდოგვი მარილი პილპილი 1/3 ჭიქა დაფქული პური 50 გ ყველი ჩედარი (ან სხვა სასურველი ყველი) კომბოსტო შეგვიძლია წინასწარ… Read more →

kitri_marneuli

მწნილი თუ მურაბა? (პატარა რეპორტაჟი ბათუმიდან)

საკვები პროდუქტების დამწნილება ჯერ კიდევ 4 000 წლის წინ დაიწყეს. მაგალითად, ინდოეთში საკმაოდ პოპულარული  იყო კიტრის მწნილი, რასაც ჩრდილოეთ ინდოეთში, „აჩარს“ უწოდებენ. დამწნილების მეთოდს სეზონური საკვები პროდუქტების შესანახად იყენებდნენ, მწნილს კი მაშინ მიირთმევდნენ, როდესაც სეზონის მიხედვით, ესა თუ ის პროდუქტი არ მოიპოვებოდა. დამწნილებული პროდუქტების წაღება საკმაოდ კომფორტულად ითვლებოდა ხანგრძლივი, საზღვაო მოგზაურობის დროს. საგემოვნო თვისებების გამო, მწნილები საკმაოდ პოპულარულ საკვებად ითვლებოდა… Read more →

_DSC0036 copy

ყვავილოვანი კომბოსტოს გრატენი

სიტყვა “გრატენმა” არ დაგაბნიოთ, ეს ძალიან მარტივი და გემრიელი კერძია, რომელსაც რუსები “ზაპეკანკას” ეძახიან, ჩვენ კი მობრაწულად გადმოვაკეთეთ. თუმცა უკვე იმდენმა მითხრა რა სასაცილო და სულელური სიტყვააო ეს მობრაწულა, ავდექი და ისევ გრატენი მივაწერე. მოკლედ, დაარქვით როგორც გნებავთ, მთავარია, გემო მოგეწონოთ. ზოგჯერ ყვავილოვანთან ერთად ბროკოლისაც ვურევ, თქვენც სცადეთ :)   1 საშუალო ზომის ყვავილოვანი კომბოსტო 200 გ ნაღები 20% ან… Read more →

baked_vegetables_sausage

Vegetables with Sausage Bake / ბოსტნეულისა და სოსისის ბრაწულა [Video]

Ingredients :/ შემადგენლობა: 5 Carrots / 5 სტაფილო 3 Green paprika / 3 მწვანე ბულგარული წიწაკა Green onion (Scallions) / მწვანე ხახვი Dill / კამა Coriander / ქინძი Sausage 600g. / სოსისი 600გ. 4 Tomatoes / 4 პომიდორი 1 Cauliflower (about 800g.) / 1 ყვავილოვანი კომბოსტო (დაახლ.800გ.) Rice 300g. / ბრინჯი 300გ. Cheese 250g. / ყველი 250გ. 6 Eggs /… Read more →

gvezel

ბოსტნეულის ღვეზელი

  ბოსტნეულის ღვეზელები გიყვართ? თუ კი, მაშინ კითხვა განაგრძეთ :) თუ არა, მაშინ მომწერეთ კომენტარებში და რაიმე გემრიელ რეცეპტს თქვენთვის აუცილებლად მოვძებნი :) სიმართლე რომ გითხრათ ეს ფოტო კარგა ხნის წინ გადავიღე, მაგრამ მხოლოდ ახლა მოვახერხე გამოქვეყნება…   არდადეგებზე მივდიოდი და მაცივარში არსებული პროდუქტების უტილიზაცია მინდოდა, ეს ღვეზელი სწორედ ამის შედეგად შეიქმნა :) თუ გადაწყვეტთ, რომ მოამზადოთ, მოიმარაგეთ:   1… Read more →

sipi tetri

თეთრი კრემ-სუპი ოხრახუშის პესტოთი

მე ეს კრემ-სუპი ძალიან მიყვარს. ჯერ ერთი, ძალიან მარტივია, თან გემრიელი. თევზთან ერთად განსაკუთრებით, თუმცა მის გარეშეც შეიძლება. უფრო ხშირად ცივ დღეებში ვამზადებ, თუმცა მსუბუქია და ნებისმიერ დროს შეიძლება მირთმევა. იმედი მაქვს მოგეწონებათ და თქვენს მენიუშიც შეიტანთ :)   400 გ ყვავილოვანი კომბოსტო 400 გ კარტოფილი 1 ხახვი 1-2 კბილი ნიორი 4 ს.კ ოხრახუშის პესტო (რეცეპტისთვის დააწკაპუნეთ ამ ბმულზე ) მარილი და… Read more →

coliflower

ყვავილოვანი კომბოსტოს სალათი

ცოტა ხნის წინ სადღაც წავიკითხე, რომ ყვავილოვანი კომბოსტო მეცნიერების ჯგუფმა ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო და აუცილებელ პროდუქტად დაასახელა. მანამდეც მიყვარდა ეს გემრიელი ბოსტნეული, მაგრამ ამის შემდეგ ყოველთვის მაქვს მაცივარში. ის ხომ უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ამასთან დაბალკალორიულია,გემრიელია და მარტივად მოსამზადებელი. მე პირადად ბოსტნეული უმი სახით უფრო მომწონს, ვიდრე ჩათუშული ან შემწვარი, ასე ხომ უფრო ჯანსაღია, თანაც ვაღიარებ, ქურასთან დგომა და ნაირ-ნაირი… Read more →

aromatul comSi

არომატულ ცომში შემწვარი ბოსტნეული

ბოსტნეულის ჩართვა ჩემი შვილის მენიუში ნამდვილი ოჯახური პრობლემაა. როგორც წესი, არაფერი მოსწონს. ეს რა არის? ამ წითელს არ შევჭამ, ეს მწვანე არ მომწონს და ასე გაუთავებლად. კრემ სუპებს ხშირად სწორედ იმის გამო ვამზადებ რომ ვერ გაარჩიოს შიგნით რა აქვს :D  ასე მომზადებულ ბოსტნეულს ჩემი წუნია შვილი სიამოვნებით მიირთმევს. როგორც ჩანს არომატულ ცომში მათი დამალვა კარგი იდეა აღმოჩნდა. ამ რეცეპტში ყვავილოვანი… Read more →

qatami qoqosis rzit

ქათამი ქოქოსის რძით

ქათამი ქოქოსის რძით ეგზოტიკური, გემრიელი და საინტერესო კერძია.   ნამდვილად ღირს, რომ ერთხელ მაინც სცადოთ და მოამზადოთ.  მე თავად  დონას რეცეპტის შთაგონებით მოვამზადე, თუმცა მცირე ცვლილებები შევიტანე ჩემს მაცივარში არსებული პროდუქტების გათვალისწინებით   ქათმის ფილე 2 ცალი (ანუ მთლიანი მკერდი, ძვლების და კანის გარეშე) ბროკოლისა და  ყვავილოვანი კომბოსტოს  4-5 პატარა ყვავილედი (თითოეული) 100 მლ ქოქოსის რძე 1-2 ცალი პამიდორი 1 თავი ხახვი… Read more →

brinji

ბრინჯი ბოსტნეულით და კვერცხით-2

ბრინჯი ბოსტნეულითა და კვერცხით ძალიან მარტივი და გემრიელი კერძია.  მისი მირთმევა შეიძლება როგორც დამოუკიდებლად,ასევე გარნირად ქათმისა და ხორცის კერძებთან. ერთი  მსგავსი კერძი უკვე გვაქვს ბლოგზე, შეიძლება ითქვას თითქმის იგივეა, მცირე ცვლილებებით. მაგრამ მაინც დავწერ :)   300 გ ბრინჯი ბასმატი 250-300 გ ყვავილოვანი კომბოსტო 200 გ ბროკოლი 2 სტაფილო 1 ხახვი 1  წითელი ბულგარული წიწაკა 1დიდი კვერცხი     ბრინჯი მოვხარშოთ… Read more →

ყვავილოვანი კომბოსტოს კატლეტი

ყვავილოვანი  კომბოსტო ძალიან სასარგებლო პროდუქტია. გთავაზობთ მისი მომზადების კიდევ ერთ გემრიელ ვერსიას. 500 გ ყვავილოვანი კომბოსტო 2 კვერცხი 2 ს.კ. ფქვილი 3-3 ღერი ოხრახუში და ქინძი 2 ნაჭერი ყველი (სურვილით) 1 ხახვი მარილი და პილპილი გემოვნებით მარილიან მდუღარე წყალში რამდენიმე წუთით ჩავყაროთ კომბოსტოს ყვავილედები. ძალიან ნუ ჩავარბილებთ. მოვათავსოთ  ბლენდერის თასში კომბოსტო, ხახვი, მწვანილი, ყველი და დავაქუცმაცოთ. შევურიოთ ფქვილი და კვერცხი,… Read more →

ქათმის ფილე ბოსტნეულით

ინგრედიენტები:> ქათმის ფილე – 2 ც.> სტაფილო – 2-3ც, საშ. ზომის> ყვავილოვანი კომბოსტო – 2-3 ტოტი> ხახვი – 1 დიდი ან 2 პატარა ბოლქვი> ზეთი – გემოვნებით> მაიონეზი – რამდენსაც სალათი მოითხოვს> ოხრახუში> შავი პილპილი, ნიორი, მარილი – გემოვნებით მომზადება:პირველ რიგში, ვხარშავთ ქათმის ფილეს. როცა მოიხარშება, ვაცივებთ და დავძენძავთ. ქათმის მოხარშვის პარალელურად ვამზადებთ ბოსტნეულს, რომელიც შემდგომში უნდა შეერიოს ფილეს. ყვავილოვან… Read more →

პასტა ბოსტნეულით

ძალიან მიყვარს პასტა, ან მაკარონი, როგორც ჩვენთან უყვართ ხოლმე თქმა. კარგი ხარისხის პასტა თავისთავადვე ისეთი გემრიელია რომ მხოლოდ ზეითუნის ზეთით და ახალდაფქული შავი პილპილითაც შემიძლია მივირთვა :)  მაგრამ კარგი სოუსი პასტას ისევე უხდება, როგორც ადამიანს ლამაზი ტანსაცმელი. მაკარონის ნაწარმის მირთმევა სასურველია ბევრ ბოსტნეულთან ან მწვანილთან ერთად, ასე უფრო ადვილად ითვისებს ორგანიზმი.   ამ  კერძს, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ, რამდენიმე პლიუსი აქვს:… Read more →

ყვავილოვანი კომბოსტო ქათმის ფილეთი

ყვავილოვანი კომბოსტო მდიდარია იოდით, მეც ხშირად ვეტანები ხოლმე და ვცდილობ სხვადასხვანაირად მოვამზადო. ამჯერად მოვამზადე სალათა მაიონეზით. პირველ რიგში, ყვავილოვანი კომბოსტო (თავისი მწვანე ფოთლებიანად) მოვხარშე მარილწყალში, პარალელურად კი – ქათმის მკერდი და დაჭრილი კარტოფილი; მოხარშული კომბოსტო გადმოვიღე ლანგარზე და ოდნავ შეგრილების შემდეგ პატარა ზომის ნაჭრებად დავჭერი. ასევე წვრილად დავჭერი ქათმის მკერდი და კარტოფილი. შემდეგ ეს ყველაფერი მოვათავსე დიდ სასალათეში, მოვაყარე წვრილად დაჭრილი… Read more →

კომბოსტო – სასარგებლო პროდუქტი

კომბოსტო აქვეითებს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონეს, ასევე აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, თირკმელების მუშაობას, აუმჯობესებს კანისა და სისხლძარღვების მდგომარეობას, აქვეითებს არტერიულ წნევას. დიეტური კვების დროს სასურველია კომბოსტოს სხვადასხვა ჯიშების, მათ შორის თეთრთავიანი და წითელთავიანი კომბოსტოს, კოლრაბის, პეკინური, სავოიის და ბრიუსელის კომბოსტოს, ბროკოლის, ყვავილოვანი კომბოსტოსა და სხვ. მოხმარება. სასარგებლოა დიეტური თვალსაზრისით კომბოსტოს მწნილის გამოყენებაც, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავებში სასარგებლო მიკროფლორის ზრდას, რაც… Read more →

სოკოს ღვეზელი ყველით

ამ, ძალიან გემრიელი ღვეზელის ცომი ეკუთვნის www.PerfectCook.org -ის ერთ-ერთ ავტორს, ორქიდეას და მზადდება ძალიან მარტივად (იხილეთ აქ: ცომი ‘რუბლიევსკოე’) ცომი: ✔ 3 ჭ ფქვილი ✔ 200-250 გ ძალიან ცივი მარგარინი ✔ 1 კვერცხი ✔ 1 ჭ რძე ✔ 1 ს.კ საფუარი ძალიან სავსე არა ✔ მარილი, ცოტა შაქარი (ჭიქა იგულისხმება 250 მლ-იანი) გულსართი: ✔ 1-ლი ღვეზელისთვის: 200 გ ქამა სოკო, 2-3 მოხარშული კვერცხი, ყველი, ცოტა პილპილი და… Read more →

შემწვარი ცეცხლოვანი კიტრები

რეცეპტის ავტორი ჩვენი მოძმე ბლოგერი, ზურა – Zur.Ge მოიმარჯვეთ კიტრი, პომიდორი, ახალი და ძველი ხახვი, მარილი, ცხარე წიწაკა, კვერცხი, ყველი, ყვავილოვანი კომბოსტო და დავიწყოთ ექსპერიმენტი. თავდაპირველად ვჭით კიტრს, ისე, როგორც ბადრიჯანს.კერძში წამყვანი სწორედ შემწვარი კიტრია. რატომ კიტრი და არა ბადრიჯანი? იმიტომ, რომ შემწვარი კიტრი ბევრად გემრიელია, გაცილებით ტკბილი და ბადრიჯნის სპეციფიკური მომწარო გემოც არ წაჰკრავს. ასე რომ, დღეიდან იცოდეთ: ნებისმიერ… Read more →


Get Widget
Follow

Get every new post on this blog delivered to your Inbox.

Join other followers: