ვაშლის ნამცხვარი (“პეროგი”)

ვაშლის ამ უგემრიელესი და უპოპულარულესი ნამცხვრის გასაკეთებლად დაგვჭირდება:

  • 200 გ გაცრილი ფქვილი
  • 100გ მარგარინი
  • 2 ს. კ ცივი წყალი
  • 1 კვერცხის გული
  • 1 კგ ვაშლი (ცოოტა მომჟავო)
  • 2 ს.კ ლიმონის წვენი
  • 100 გ შაქარი
  • 3 კვერცხი
  • 125 გ ნაღები

პირველ რიგში, ფქვილის, მარგარინის, ცივი წყლისა და კვერცხის გულისაგან მოვზილოთ ცომი, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. ცომი გადავახვიოთ საკონდიტრო ცელოფანში და შევინახოთ მაცივარში 2 საათით.

2 საათის შემდეგ გამოვიღოთ და გადავაბრთყელოთ მრგვალ საცხობ ფორმაზე, ისე, რომ ცომი ფორმის კედლებზეც ამოვიყვანოთ. (უმჯობესია იმხელა ფორმა აიღოთ, რომ ცომი ძალიან არ გაგითხელდეთ გაბრტყელებისას და სრულად ეყოს კიდეებამდე).

ჩავრთოთ ღუმელი 200 გრადუსზე.

ამასობაში გავფცქვნათ ვაშლები, გავჭრათ შუაზე, ამოვაცალოთ გულები, ჩავჭრათ თხელ ფირფიტებად და ცომზე დავაწყოთ, ზევიდან კი ფუნჯით გადავუსვათ ლიმონის წვენი. შევდგათ ცხელ ღუმელში 30-35 წუთით.

პარალელურად, ავთქვიფოთ 3 კვერცხი და შაქარი კარგად, ვიდრე შაქარი სრულად არ გაიხსნება. დავამატოთ ნაღები და კიდევ კარგად ავთქვიფოთ. ბოლოს, გამოვიღოთ ღუმელიდან უკვე შეწითლებული ვაშლები და ზემოდან მოვასხათ ეს გამზადებული მასა.

ნამცხვარი შევაბრუნოთ ღუმელში 20-30 წუთით და გამოვაცხოთ. როცა მზად იქნება, დავაცადოთ, რომ გაცივდეს ცოტა და შემდეგ ამოვიღოთ ფორმიდან, ან ფორმაშივე დავჭრათ.

ძალიან გემრიელია და ვიტამინებია მნია მნიააა…. :))

პ.ს. ვაშლის ნამცხვარს, ზოგადად, ძალიან უხდება დარიჩინი, თუ გიყვართ, შეგიძლიათ დაამატოთ ცომში, ან მოაყაროთ ზემოდან შაქრის პუდრასთან ერთად :)

Use Facebook to Comment on this Post

  4 comments for “ვაშლის ნამცხვარი (“პეროგი”)

  1. natia
    November 12, 2012 at 20:50

    ამას მემგოონი შაქრის და ნაღების მასაში ცოტაოდენი მოხალული თხილიც არ აწყენდა, ან ქიშმიში..დიდი მადლობა ასეთი გემრიელი და თან ადვილად მოსამზადებელი სასუსნავების მოწოდებისთვის!!! :) და ნაღებს რა სახით ყიდულობთ ქაღალდის ქილებში რომაა ის უნდა შევიძინო ?

  2. December 5, 2012 at 23:46

    ras nishnavs nagebi?
    agar maxsovs qartuli kargad ,shegizliat mipasuxot?

  3. June 6, 2015 at 07:19

    What i do not realize is actually how yoou aree no longer
    actually much more smartly-preferred than you may bee now.
    You are very intelligent. You understand thus coinsiderably in relation to this subject, produced me personally consider it
    from numerous numerous angles. Its like men and women are not interested except it’s one thing to do with
    Lady gaga! Your individual stuffs excellent. At all
    ttimes care for it up!

  4. June 10, 2015 at 16:48

    Hello! I’m at work browsing your blog froom my new ipphone 4!
    Just wanted to saay I love reading through your blog and look forward to
    all your posts! Keep up the great work!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


Get Widget
Follow

Get every new post on this blog delivered to your Inbox.

Join other followers: