ვაშლის რულეტი ფილოს ცომში

ფილოს ცომით ამ ასფურცელების გაკეთებას ვაპირებდი და ძალიან მომინდა, რამე ტკბილეულის მომზადებაც. ეს უნდა ყოფილიყო რაიმე სწრაფი, ადვილი და ხელმისაწვდომი- მხოლოდ სახლში მოძიებული ინგრედიენტებით, რადგან სახლში მარტო ვიყავი ბავშვებთან ერთად და მაღაზიაში წასვლა მათთან ერთად არ მხიბლავს :)  მქონდა ვაშლი -შესანიშნავი ხილი მსუბუქი დესერტებისთვის. ასევე ყველაფერი ის, რაც ვაშლს უხდება: ქიშმიში, ნიგოზი, დარიჩინი…  ახლა კი იმაზე, თუ რა და როგორ გავაკეთე:

10 ფურცელი ფილო
50-60 გრ გამდნარი კარაქი (ან მარგარინი, სამარხვო ვარიანტისთვის)
5 საშუალო ვაშლი (ჯიშს ნუ მკითხავთ, არ ვიცი, სამწუხაროდ)
50-60 გრ ყავისფერი შაქარი (თეთრიც შეიძლება)
1/2 ჩ.ჭ ქიშმიში და ამდენივე დაჭრილი ნიგოზი
1 ჩ.კ დარიჩინი
ვანილი
2 ს.კ ვისკი (სამარხვოში ალბათ გამოირიცხება)
2 ჩ.კ კარაქი (ცალკე)

ტაფაზე, დაბალ ცეცხლზე გაადნეთ შაქარი. თითქმის რომ გადნება, 1 ჩ.კ კარაქი დაამატეთ. კარამელთან ფრთხილად იყავით, შეიძლება კანზე მოგიხვდეთ ცხელი მასა.

სანამ შაქარი დნება, ვაშლი გაფცქვენით და დაჭერით კუბიკებად, ცოტა ლიმონის წვენი მოასხით, რომ არ დაშავდეს.

ჩაუშვით ვაშლი, ქიშმიში და ნიგოზი გამდნარ კარამელში, დაამათეთ დარჩენილი კარაქიც და ცეცხლს აუწიეთ. ამ მომენტში,შესაძლოა კარამელი გამაგრდეს, მაგრამ არა უშავს, ვაშლი გამოყოფს წვენს,რომელთან შერევაც ისევ გაადნობს კარამელს, თქვენ უბრალოდ ურიეთ პერიოდულად და გამაგრებული კარამელის ნაწილები ტაფის ძირზე მოაქციეთ. მალე ისევ დადნება.  როცა ვაშლი სითხეს დაიშრობს,ცეცხლი გამორთეთ, დაამატეთ ვანილი, დარიჩინი, ვისკი და ამოურიეთ.

ცომის ფენებს მსუბუქად წაუსვით ფუნჯით გამდნარი კარაქი,მაგრამ ძალიან არ გაჟღინთოთ. ბოლო 2-3 ფენა მშრალად დაადეთ. ზედ ზოლად გაანაწილეთ გაგრილებული ვაშლი, გვერდები გადმოუკეცეთ და გადაახვიეთ რულეტივით. ზემოდანაც გადაუსვით გამდნარი კარაქი და შედგით 210-220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ ზემოდან ოქროსფერი არ გახდება.

თბილსვე მოაყარეთ შაქრის პუდრა.

პ.ს.ფილოს ცომის ინგრედიენტებში მითითებული არ არის კვერცხი ან სხვა ცხოველური წარმოშობის პროდუქტი (მაინც დააზუსტეთ შეფუთვაზე), ამიტომ მისი გამოყენება მომარხულეებსაც შეგიძლიათ, უბრალოდ, კარაქი შეცვალეთ მისი სამარხვო ვერსიით.

Use Facebook to Comment on this Post

18 thoughts on “ვაშლის რულეტი ფილოს ცომში

  1. ფილოს ცომი არის იგივე თურქული ბაქლავას სიფრიფანა ცომი, რომელიც თურქულ მარკეტებში იყიდება (ნინომ – წერეთელზე ვყიდულობ, თურქულ მარკეტშიო, 5 ლარამდე ღირს საშუალო ზომის შეკვრაო).იგივე ცომი ეგვიპტურ, ალბანურ, ბულგარულ და ა.შ. სამზარეულოებშიც გამოიყენება, სხვა სახელწოდებებით.

  2. მარხვაში მგონი ალკოჰოლი არ შეიძლება? თუ ვცდები და შეიძლება მაშინ რა პრობლემაა :)

  3. ალკოჰოლი არ შეიძლება დიდი ოდენობით, ანუ თრობა არ შეიძლება, თორე სპირტი არ წაისვათო, მასეც არაა :D

  4. es turquli marketi sad aris ver vnaxe fexebi gadavityave ceretelze siarulit, ikneb ra nomershia mitxrat! cinascar didi madloba, da marto mand aris es turquli marleti? turqul kafeebshi neta ar eqnebat?

    1. გამოფენასა და ტაო ბანკის შენობის შუაში დიდი შენობაა, დიდუბე პლაზა, იქაა ეს მარკეტიც, 116 # კაფეებში არ ვიცი ყიდიან თუ არა

      1. არ ვიცოდი ფილოს ცომის კიდვა თუ შეიძლებოდა საქართველოში:)))ძალიან გამიხარდა რომ შენი დაკვალიანების შემდეგ შევძლებ ჩემი საკვარელი შეფ პოვარის საშობაო ნამცხვრის გაკეთებას .თუ გამომივიდა სიამოვნებით გაგიზიარებთ. დიდი მადლობა ნინო!!!

    1. ქეთი, თურქულ მარკეტებში იყიდება ხოლმე, მოიკითხე :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>